ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
გიორგი გაბისონია

kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: გიორგი გაბისონია

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. და რაც მთავარის გვერდში გვიდგას სიტყვით თუ წკაპით. ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მაგარი ადამიანი შემოგვიერთდა … 

გიორგი გაბისონია

გაიცანით გიორგი გაბისონია (Facebook პროფილი)

kar.ge მოძრაობის მხარდაჭერა ეს არის მინიმალური რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გააკეთოს ქართული საქმისთვის. ზოგჯერ საათობით ვხარჯავთ ფუჭად დროს სოციალურ ქსელებზე, მაშინ როცა ჩვენ შეგვეძლება ეს დრო ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ და სწორედ ამის საშუალებას იძლევა kar.ge.მე მსურს ჩემი მცირე წვლილი შევიტანო, რათა ეს კარგი წამოწყება გახდეს დიდი სარგებლის მომტანი საქმე მთლიანად საქართველოსთვის.

მაქვს მოლოდინი, რომ აღმოვაჩენ ჩემთვის აქამდე უცნობ კარგ და ხარისხიან ქართულ პროდუქციას და აუცილებლად გავხდები მისი აქტიური მომხმარებელი. რაც მთავარია, მაქვს იმედი, რომ ჩემს ამ პოზიციას იზიარებს ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში და kar.ge-ც სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს მიიღონ იმფორმაცია, რომელიც საშუალებითაც ისინი ქვეყნისთვის სასარგებლო არჩევანს გააკეთებენ სუპერმარკეტების ან უბრალოდ უბნის მაღაზიების დახლებზე სხვადასხვა პროდუქტების არჩევისას. ასეცე ველოდები საინტერესო დისკუსიებს, ხოლო მომავალში, იმედი მაქვს kar.ge საქმე ვირტუალურ სამყაროსაც გასცდება და სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით გაიმართება სხვადასხვა სახის ივენთები, რაც კიდევ უფრო გაზრდის kar.ge-ს პოპულარობას.

ვეცდები გავაკეთო ყველაფერს, რაც დამოკიდებულია ჩემზე, როგორც მხარდამჭერზე. აქტიურად მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ჩაერთონ ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველა ერთად ვიამაყებთ ის შედეგები, რასაც kar.ge საქმე დადებს.

თქვენც შემოგვიერთდით! kar.ge კარი ღიაა გვერდში დგომის მოსურნეთათვის …