ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კარამელი ბარამბო

დატკბით ბარამბოს კარამელი მიქსით :)

ბარამბოს ასორტიმენტი ვრცელი აქვს და ეს მიქსიც ამის დასტურია. რატომ მიიქცია ჩემი მზერა და ყურადღება გუდვილის დახლზე დადებულმა ამ პროდუქტმა? ძალიან მარტივად … შეფუთვით … ეგრევე მომხვდა თვალში. გასინჯვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ გემოც მშვენიერი აქვს.

შეფუთვაში 150 გრამიანი სხვადასხვა ფერის და გემოს კამფეტებია. ბავშვებს უხარიათ ხოლმე ასეთი ტიპის საჩუქრები. ცოტაა, ფერად-ფერადი და გემრიელი. არც იმდენი, რომ გულზე დააკლდეთ, არც იმდენი, რომ მოყირჭდეთ.

 

ასე მგონი როცა ბავშვებისთვის ბევრი სხვადასხვა სახის რამე-რუმეების ყიდვა მოგინდებათ, მაშინაა ძალიან კარგი არჩევანი ბარამბოს კარამელი მიქსი.