ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > ჯააძის ფიჭიანი თაფლი 30 დღიანი გამოწვევის მე-19 დღის პროდუქტია

ჯააძის ფიჭიანი თაფლი 30 დღიანი გამოწვევის მე-19 დღის პროდუქტია

ფიჭიანი თაფლი ხომ გიყვართ?
აი ჯააძის ფიჭიან თაფლს რომ გასინჯავთ, კიდევ უფრო შეგიყვარდებათ!
ვიყიდე მაღაზიაში „მხოლოდ ქართული
7 ლარი ღირდა 150 მილილიტრიანი ქილა.
უ გ ე მ რ ი ე ლ ე ს ი ა!

ხოლო, სასაჩუქრედ თაფლი თუ გნებავთ ამ ახალ წლებზე პირდაპირ ამ გადასარევ ხალხს შეუკვეთეთ 🙂 ნაკლებიც დაგიჯდებათ, გემრიელადაც გემუშავებიან და კმაყოფილიც დარჩებით 🙂

მარეხი ბაკურიძე
555 25 49 49

 

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!