ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დღის აღმოჩენა: უგემრიელესი “ჩიროკო“ – შოკოლადი ქლიავის ჩირით „ბარამბო“-სგან!

დღის აღმოჩენა: უგემრიელესი “ჩიროკო“ – შოკოლადი ქლიავის ჩირით „ბარამბო“-სგან!

წინასაახალწლოდ რა თქმა უნდა ბარამბოს ტკბილეული ბლომად ვიყიდე!
მათ შორის იყო 14.4 ლარიანი შოკოლადები …
მგონი 5 სხვადასხვა სახეობა შევარევინე ამ ფასიანები, ბღუჯა-ბღუჯა …

ისე მოხდა, რომ დღეს პირველად დავაგემოვნე ეს კონკრეტული შოკოლადი. გემო უცნაური მეჩვენა … შეფუთვას დავხედე და …

თურმე ბარამბოს ახალი ბრენდული დასახელებით – „ჩიროკო“ გამოუშვია ქლიავის ჩირის შემცველი შოკოლადი. იყიდება 14.4 ლარად (ანალოგიურს სომხურს იმავე დახლზე 23 ლარი ადევს). გემოს ვერ აგიღწერთ ისეთი გემრიელია! აუცილებლად იყიდეთ და გასინჯეთ თავად! 100 % დარწმუნებული ვარ, რომ მადლობას მეტყვით ამ ინფორმაციის გ ა ზ ი ა რ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს !

რას ვისურვებდი:

  1. შოკოლადების ეს კლასი საერთოდ ცალკე თემაა და „ბარამბო“-ს წარმოების ანალოგიური ფორმის და შეფუთვის შოკოლადებს არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჰგავდეს. რატომ? ის 14.4 ლარიანები რომ უგემრიელესია? „ჩიროკო“ კიდევ უფრო გემრიელია და ორიგინალურია!
  2. იცით რა ღირდა სომხური ანალოგიური შოკოლადში ამოვლებული ჩირები? მიახლოებით 23 ლარი იმავე დახლზე. ოღონდ სხვა ფორმა აქვს და სათანადო გაფორმებაც.
  3. ამ შოკოლადს აუცილებლად სჭირდება „და-ძმები“ და აუცილებლად სჭირდება სხვანაირი ფორმის შეფუთვა. მაღალი კლასის შოკოლადი საჭიროა სათანადოდაც გამოირჩეოდეს დახლზე.

აუცილებლად მოიკითხეთ და იყიდეთ!