ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > 30 ივნისიდან, ყოველ შაბათს 10:00-16:00, „გემოვანი ბაზარი“ ქარვასლაში, შარდენზე

30 ივნისიდან, ყოველ შაბათს 10:00-16:00, „გემოვანი ბაზარი“ ქარვასლაში, შარდენზე

გადასარევი ამბავი მინდა გაცნობოთ 😍😍😍
გ ა ა ზ ი ა რ ე თ გთხოვთ.

”გემოვანი ბაზარი” ყოველკვირეული, უფრო სწორად ”ყოველშაბათეული” გახდა

ანუ, 2018 წლის 30 ივნისიდან, ყოველ შაბათს, ქარვასლაში შარდენზე, 10:00-დან 16:00-მდე დაგხვდებათ გენეტიკურად ქართული ნატურალური ნაწარმი. მსგავსი ღონისძიებისათვის სისტემატური ხასიათის მიცემა ვერავინ დღემდე ვერ მოახერხა. ”პროექტი გემოვანი” პირველია, რომელმაც დაიწყო ეს დიდებული ინიციატივაა!

ბევრი წარმატება ნაღდ ქართულ საქმეს!

ცხადია მოძრაობა KAR.GE ინიციატივის მხარდამჭერია!

მოდით ხვალ, 30 ივნისს გემოვანი ბაზარზე, ქარვასლაში, შარდენზე …
და არა მარტო ხვალ, ყოველ შაბათს 🙂

PS
გაზიარება არ დაგავიწყდეთ 🙂