მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ღია ლექცია: მზარდი ეკონომიკური ოკუპაცია საქართველოში. გამოსავალი?

ღია ლექცია: მზარდი ეკონომიკური ოკუპაცია საქართველოში. გამოსავალი?

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ იცნობს ქართულ ხარისხიან ნაწარმს! როცა არ იცნობს არც ეძებს, არც ენდობა და არც ყიდულობს. შედეგად, შიდა ბაზრის 90%-ზე მეტი ოკუპირებულია იმპორტული პროდუქციის მიერ! რაშია გამოსავალი?

სწორედ ამ თემებზე სასაუბროთ ჩატარდა ღია ლექცია და მეტად შედეგიანადაც:

1. სტუდენტებს მოკლედ ავუხსენი თუ რაშია ეკონომიკური ოკუპაციის აზრი, სად ჩანს იგი და რა მასშტაბისაა იგი საქართველოში;

2. რა თქმა უნდა ახლოს შევეხეთ ეკონომიკური ოკუპაციის შედეგებს: სასაცილო ეკონომიკურ ზრდას, რაც შემოდის ქვეყანაში ის რომ ისევ გარეთ გადის და თან მეტობით, საქართველოში გაყიდული საკვების 70% რომ იმპორტია, უპერმარკეტში ქართულ ნაწარმს რომ ცოტას ნახავ და იმპორტს აქვს წალეკილი ყველაფერი, მოსახლეობა რომ ამ ქვეყნიდან გარბის და ასევე მთავრობის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, რომელიც კიდევ კარგია რომ არის, მაგრამ შორსაა იდეალურისგან …

3. რაშია რეალურად გამოსავალი? და როგორ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა თავისი აგური დადოს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში? რა თქმა უნდა ხარისხიანი ქართული ნაწარმის პოპულარიზაციაში და მის გაყიდვებში. და ეს რიცხვებშივ დავადასტურეთ.

უღრმესი მადლობა საბაუნი-ს ხელმძღვანელობას სტუდენტებთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის და თავად სტუდენტებს ასეთი ინტერესისათვის.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”