მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > ქართული ჰიგიენის საშუალება „ფორმულად 80“ ჩვენი გამოწვევის 21-ე დღის პროდუქტია

ქართული ჰიგიენის საშუალება „ფორმულად 80“ ჩვენი გამოწვევის 21-ე დღის პროდუქტია

ეს არის ფორმულა 80
ორგანული და არაორგანული ცხიმების ამომყვანია
მწარმოებელია შპს “მედა ბრაითი”
ბრენდი “ქართი”
სითხის მინიმალური რაოდენობა ეფექტურად და მარტივად აშორებს სხვადასხვა ზედაპირიდან ორგანულ და არაორგანულ ცხიმებს.
დატესტილია პირადად ჩემს ოჯახში
პირველივე გამოყენების შემდეგ დაიმკვიდრა ადგილი და ვერაფერმა ჩაანაცვლა დღემდე
სცადეთ თქვენც!
ნახევარი ლიტრია!
ფასი 7 ლარი!
ღირს!

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"