მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ქათმის კვერცხი

ქათმის კვერცხი

გარდაბნის რაიონი, სოფ. კუმისი, საქართველო
+ 0790 26 25 20
info@kumisi.ge
http://kumisi.ge
FB / კუმისი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ISO 22000 სერთიფიცირებული შპს “კუმისი XXI” ქართული კვერცხის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის პროდუქციაც შეტანილია “The Best Qulity of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. კომპანია 2005 წელს დაარსდა და უკვე 13 წელია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ქართულ პროდუქტს თავაზობს და ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე. 12 ჰექტარზე გადაჭიმულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში 9 საფრინველე და 3 საწიწილეა. უმაღლესი ხარისხის მარცვლეულისა და მაღალი სტანდარტების გამოყენებამ, ასევე წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია – ქათმის 0, I და II კატეგორიის კვერცხი ეწარმოებინა.

კომპანია კვერცხის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა და 0, I და II კატეგორიის კვერცხი 6, 10 და 15 ცალიან შეფუთვებშია საწრმოგენილი. გარდა ამისა კუმისი ზრუნვას გარემოზე და მომხმარებელს თავაზობს ეკოლოგიურად სუფთა მუყაოს შეფუთვას რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით ჰიპერმარკეტებში და სუპერკეტების ქსელებში ისევე როგორც კუმისის დანარჩენი პროდუქცია.

ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების და ბიოქიმიური შემადგენლობის საკვები პროდუქტია, რომელისც უზრუნველყოფს ცოცხალ ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით. კვერცხი შეიცავს 12 ვიტამინს. A, D, B1, B2, E და ხოლინს, ასევე კვერცხი შეიცავს მინერალებს: კალციუმს, ფოსფორს, იოდს, სპილენძს, რკინასა და კობალტს. კვერცხი თავისი წონიდან გამომდინარე იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად რომელთა განმასხვავებელი მხოლოდ მათი მასის ზომაა:

1. II (მეორე) კატელორიის კვერცხი – ერთეულის მასა შეადგენს 48-55 გრ
2. I (პირველი) კატეგორიის კვერცხი – 56-64 გრ
3. 0 (ნული) კატეგორიის კვერცხი – 65-75 გრ

კუმისის ქათმები იკვებებიან ნატურალური მარცვლეულით: სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, მზესუმზირისა და სოიოს შროტი. საწარმოს აქვს საკუთარი საკვები საამქრო, სადაც მზადდება კომბინირებული საკვები რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება საფრინველეებს. კომპანიაში პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ხდება როგორც საკვების ცალკეული კომპონენტების, ასევე კომბინირებული საკვებისა და მზა პროდუქციის (კვერცხი) სრული ლაბორატორიული შემოწმება. კომპანია კუმისი XXI თავად ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.