ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > გაიცანით ფეხის კრემი „ნუნისი“ – გამოწვევის მე-17 დღის პროდუქტი

გაიცანით ფეხის კრემი „ნუნისი“ – გამოწვევის მე-17 დღის პროდუქტი

ეს უნიკალური პროდუქტი ვისაც ერთხელ გამოუცდია, დამეთანხმება, რომ შეუცვლელია!

ფეხის კრემი “ნუნისი” ფეხის კანის მოვლის ეფექტური საშუალებაა. კრემი „ნუნისი“ ევროპული და ქართული მაღალხარისხოვანი ნედლეულით მზადდება. შეიცავს უნიკალური თვისებების მქონე ნუნისის მინერალურ წყალს. „ნუნისი“ არბილებს კანს, ხელს უწყობს ნახეთქების ეპითელიზაციას, ხსნის კანის სიმშრალის შეგრძნებას. აქვს ნაზი და სასიამოვნო სურნელი. გამოიყენება დაბანის შემდეგ, დღეში ერთხელ ან ორჯერ.

მოცულობა: 70 მლ.
ფასი კი 4,7 ლარი
შესყიდვის ადგილი: „მხოლოდ ქართული“, მიცკევიჩის 20
მწარმოებელი: სს ივერია

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!