მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > ფესტივალი – „ულამაზესი კორეა 2016“ და გამოსვლა კორეაში ექსპორტის თემაზე

ფესტივალი – „ულამაზესი კორეა 2016“ და გამოსვლა კორეაში ექსპორტის თემაზე

ორი ქვეყნის დაახლოებას არაფერი უწყობს ხელს ისე, როგორც ასეთი ტიპის ფესტივალები – კულტურის გაცვლა და დაახლოება. იქ კი ბევრი რამ ხდება … დამეგობრება, თანამშრომლობა და ყველაფერი კარგი! დოკდუს კინოფესტივალი „ულამაზესი კორეა 2016“-ის ფარგლებში 2016 წლის 23-25 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ორგანიზატორი – კორეის ასოციაცია საქართველოში.

Georgian Products Aiming at the Korean Market” – იყო ჩემი გამოსვლის თემა 2016 წლის 25 დეკემბერს, აგრარულ უნივერსიტეტში. ეს იყო საშუალება იმისა, რომ ფართო აუდიტორიაში შეკრებილი საზოგადოებისათვის გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები კორეის რესპუბლიკაში ქართული ნაწარმის ექსპორტის პოტენციალის თაობაზე. ჩვენც პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამ საქმეში, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს კორეაში IFFE 2016-ში მონაწილეობით დაიწყო.

ფესტივალის ფარგლებში სტუდენტებისათვის რამოდენიმე გათამაშება ჩატარდა. ჯილდოებად გაიცა 3 დიდი სმარტ ტელევიზორი, 1 მიკროტალღური ღუმელი, 2 მტვერსასრუტი, 2 უთო, 55 ელექტრო გრილი. 2 სტუდენტი დაჯილდოვდა კორეაში კულტურულ ბანაკში 1 თვიანი საგზურით. ყველაფერი ეს საქართველოში კორეის ასოციაციის დამსახურებით მოხდა.

აუცილებლად ნახეთ ვიდეო, რომელიც მოკლედ ფესტივალის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს აჯამებს. სურათები კი ნათელ წარმოდგენას შეგიქმნიან იქ არსებული განსხვავებული გარემოს შესახებ.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"