მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე2: საფერავის ჩაი Saperico-საგან. ეს ნამდვილი ინოვაციაა!

დღე2: საფერავის ჩაი Saperico-საგან. ეს ნამდვილი ინოვაციაა!

ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ ის, რაც ქართულია და კარგია!

სწორედ ამას ვაკეთებთ 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში!

დღეს სასტუმრო რედისონს ვეწვიე, სადაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა და გამოწვევის მეორე დღის ფარგლებში 4 სხვადასხვა მწარმოებლის ნაწარმი ვიყიდე. რა თქმა უნდა მეგობრებიც გამოვიწვიე.

 

 

ამ სტატიის თემაა ინოვაციური პროდუქტი – საფერავის ჩაი!

ეს არის 100% გამომშრალი და დაფქული საფერავის არაფერმენტირებული ყურძნის კანი. შეკვრაში 15 ცალია და სულ 120 გრამს იწონის. ექსპოზე 15 ლარი გადავიხადე.

როგორ შეიქმნა? საფერავის ყურძნის კანის ჩაისგან დამზადებული ჯანსაღი პროდუქტის კონცეფცია შექმნილია არტისტი მამუკა ჯაფარიძის და მისი სტუდენტების მიერ „მინდვრის აკადემიიდან“. არაფერმენტირებული საფერავის კანის ჩაი მდიდარია პოლიფენოლებითა და ანტოციანებით. არ შეიცავს საღებავებს , არომატიზატორებს და სხვა დანამატებს.

ეს უნდა გასინჯოთ!

დეტალური ინფორმაციისათვის ესტუმრეთ კომპანიის Facebook გვერდს.

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს.

გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ გამოწვევაში სადაც არ უნდა იყოთ. ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"