მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > რელიზი: 3 აპრილს მოძრაობა KAR.GE-ს შექმნილი “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018”-ის პრეზენტაცია შედგა

რელიზი: 3 აპრილს მოძრაობა KAR.GE-ს შექმნილი “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018”-ის პრეზენტაცია შედგა

2018 წლის 3 აპრილს, სამშაბათს, 19:30, სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გამოცემული “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018”-ს პრეზენტაცია შედგა. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირება! “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018” ყოველწლიური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც უკვე მეორედ გამოიცა. ასევე გაახლდა ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი”, რომელიც არსებობს 2016 წლიდან.

კატალოგებში 42 გამორჩეული კომპანიაა წარმოდგენილი: აგროქიზიყი, ანასეულის კომბინატი, აპექსი, აქვა გეო, ბარამბო, ბებოს ნობათი, ბიოსიო, გეოპლანტი, გერმანელი ყასაბი, გრეიფი, გრინპაკი, დეკა, დემა, დიზაინ ემ ჯორჯია, დილის პროდუქტები, ენ ერ ჯი ჯორჯია, ვესტ ინვესტი, კამარა, კამპა, ლაერტონ თბილისი, მადლიანი 2017, მაისტერბრაუ, მარიამ გიორგაძე MG, მარნეტი, მედა ბრაითი, ნაზვრევი, ნიკორა, ნოვა, ნუტრიმაქსი, საქკაბელი, სტარ კონსალტინგი, სტარტი, სტოუნ არტი, ტყიბულის ჩაი, ფარავან პერლიტი, ფარკონი, ფრეკო, ქართული პრემიუმი, შატო ნეკრესი, ხილარი, ჯააძის თაფლი, ჯეო მულჩი.

მოძრაობა KAR.GE უამრავი პარტნიორის მხარდაჭერით “KAR.GE Export Catalogue 2018”-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით გაავრცელებს. ქართულენოვანი ელექტრონული “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი” უფრო მასშტაბურად გავრცელდება ინტერნეტით მთელი წლის განმავლობაში.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან კატალოგში ჩართული ადგილობრივი მწარმოებლები, მთავრობის წარმომადგენლები, მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორები და თანამოაზრეები, ბიზნეს გაერთიანებები, ექსპორტიორები, ანალიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები. ყველა სტუმარს ბეჭდური კატალოგები საჩუქრად გადაეცა. შედგა რამოდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. დასასრულს აუდიტორიას წარედგინა მოძრაობა KAR.GE-ს ახალი ინიციატივა.

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"