მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > გაიცანით საქართველოში წარმოებული პირველი სეზამის ზეთი

გაიცანით საქართველოში წარმოებული პირველი სეზამის ზეთი

გადასარევი პროდუქტი გამოჩნდა ქავთარაძის გუდვილში 🙂

საქართველოში წარმოებული პირველი სეზამის ზეთი!

წარმოებულია შპს „გრინტეჩი“-ს მიერ, რომელსაც ახალგაზრდა გოგო – მარიამ მილაძე ხელმძღვანელობს! წარმოება სულ ახალია და გუდვილის მხოლოდ ერთ ობიექტშია 2018 წლის 2 დეკემბერის მდგომარეობით, მაგრამ ნელ-ნელა სხვა დახლებზეც გამოჩნდება. მეამაყება, რომ 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს პირველი ვიყავი, ვინც ეს პროდუქტი წარმოაჩინა სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპოზე.

პროდუქტი არის ნატურალური და ისეთი თვისებები აქვს, რომ აქ ალბათ გამიჭირდება ჩამოთვლა. ვიტყვი მხოლოდ ერთს: ეს არის განსაკუთრებული ჯანსაღი პროდუქტი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართათვის!

24,89 ღირდა ქავთარაძის გუდვილში!

ეს იმ ფასის ნახევარია, რაც შემოტანილები ღირს!

ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ქართული პროდუქტი – სეზამის ზეთი ხარისხითაც და ფასითაც სასტიკად უგებს იმპორტულს!

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"