მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > “მოითხოვე ქართული” – საქართველოს პრეზიდენტი ქართული ნაწარმის პოპულარიზების მოძრაობას შეუერთდა

“მოითხოვე ქართული” – საქართველოს პრეზიდენტი ქართული ნაწარმის პოპულარიზების მოძრაობას შეუერთდა

ეს შეჯამება 12 იანვრის მოვლენებს ეძღვნება …
იგი იანვრის ბოლოდ დავწერე როგორც კი მასალების თავმოყრა დავასრულე და დრო გამომიჩნდა …
ხუმრობა საქმე ხომ არაა …
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში წარმოებული ნაწარმის პოპულარიზების მოძრაობას შეუერთდა …
და დაიწყო კამპანია თავისებური შტრიხით: “მოითხოვე ქართული” …
პირველად კი შიდა ქართლში 4 წარმოებას ესტუმრა …
ცხადია იქვე ვიყავი მეც და გოგა ჩანადირიც …
რაც ძალიან მეამაყება …
რა თქმა უნდა გეგმაშია სხვა რეგიონების და იქ მყოფი წარმოებების მონახულებაც …
რომ თითოეული ადგილიდან “ხმამაღლა დავიყვიროთ” მოითხოვე ქართული …

ვაღიარებ, მოვლენათა ასეთ განვითარებას ცოტა ხნის უკან ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი …
რატომ?
იმ დღეს რედისონში დიდი პრეზენტაცია შედგა, სადაც ეკონომიკის მინისტრმა, ბნ. გიორგი გახარიამ გაახლებული და ქართული ნაწარმის პოპოულარიზების ელემენტებით გამდიდრებული “აწარმოე საქართველოში” წარმოადგინა – http://gov.ge/atsarmoe/. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო, რომელმაც ჯერ ეს გამოსვლა ჰქონდა.

შემდეგ კი შიდა ქართლში გავეშურეთ …
ჯერ შპს “კამპა”-ს ვესტუმრეთ საგურამოში …
კამპა უგემრიელეს ქართულ წვენებს აწარმოებს …
[ვიდეო ჩემი ტელეფონითაა გადაღებული, ასე რომ ხარისხისათვის ბოდიში]

შემდეგ კულას ვესტუმრეთ გორში …
კომპოტები, ტყემლები, მურაბები, წვენები – კულას ასორტიმენტშია ასზე მეტი ნაწარმი …
[ვიდეო ჩემი ტელეფონითაა გადაღებული, ასე რომ ხარისხისათვის ბოდიში]

შემდეგ ქარელის ინდუსტრიულ კომპანიას ვესტუმრეთ ქარელში …
ეს კომპანია სხვადასხვა სახის ჩირებს აწარმოებს …
[ვიდეო ჩემი ტელეფონითაა გადაღებული, ასე რომ ხარისხისათვის ბოდიში]

შემდეგ კი კონფლიქტის ზონაში, პირობითი საზღვრის სიახლოვეს, სოფელ დვანში ვესტუმრეთ კომპანია დინასტიას, რომელიც ჩურჩხელებს და ტყლაპებს აწარმოებს …
[ვიდეო ჩემი ტელეფონითაა გადაღებული, ასე რომ ხარისხისათვის ბოდიში]

 

რა თქმა უნდა გასვლა ტელევიზიების და საერთო ჯამში 20-ზე მეტი ჟურნალისტის თანხლებით მოხდა. თემა კი აქტიურად გაშუქდა პრაქტიკულად ყველა ტელევიზიაში.

პოსტები პრეზიდენტის FB გვერდიდან 12 და 13 იანვარს:

1. რედისონი: პრეზიდენტის განცხადება კამპანიის დაწყების შესახებ [FB პოსტი]
2. რედისონი: პრეზიდენტის განცხადება კამპანიის დაწყების შესახებ [FB ვიდეო]
3. შიდა ქართლის ვიზიტი [FB პოსტი]
4. “მოითხოვე ქართული” დაიწყო. შიდა ქართლში ვიზიტის ფოტოები [FB პოსტი]
5. შიდა ქართლის 4 წარმოებაში სტუმრობის 7 წუთიანი შემაჯამებელი ვიდეო [FB ვიდეო]

სტატიები სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ვებსაიტზებზე:

2017-01-12 – ipn შიდა ქართლში ვიზიტის თაობაზე

2017-01-12 – ipn პრეზიდენტი კამპაში

2017-01-12 – ambebi როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია

2017-01-12 – newpost პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“ დაიწყო

2017-01-12 – info9 პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“ დაიწყო

2017-01-12 – 1tv პრეზიდენტმა კამპანია „მოითხოვე ქართული“ დაიწყო

2017-01-12 – imedi პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია დაიწყო

2017-01-13 – ambebi რატომ უნდა იყიდოთ ქართული პროდუქცია

2017-01-13 – agenda Georgian president pushes campaign “Ask for Georgian” to promote local production

2017-01-14 – sputnik „მოითხოვე ქართული” – საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანია

2017-01-17 – Leonid Chernovetskyi -ს საიტზე გაზიარება [მეტად საინტერესო შემთხვევა. კომენტარებს დააკვირდით]

2017-01-17 – medianews პრეზიდენტმა ახალი კამპანია „მოითხოვე ქართული“ წამოიწყო

2017-01-20 – რეზონანსი ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია უბრალო მომხმარებელსაც შეუძლია

 

რეპორტაჟები ტელევიზიებში:

2017-01-12 – 1tv „მოითხოვე ქართული“-მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას იწყებს

2017-01-12 – იმედი მთავრობის ინიციატივა გააფართოვოს აწარმოე საქართველოში

2017-01-12 – rustavi2 სიუჟეტი პრეზიდენტის კამპანიის შესახებ

2017-01-12 – rustavi2 სიუჟეტი აწარმოე საქართველოში გაფართოვების თაობაზე. რედისონი

2017-01-12 – მაესტრო მოითხოვე ქართული

2017-01-12 – იბერია რეპორტაჟი პრეზიდენტის კამპანიის თაობაზე

2017-01-12 – იმედი “მოითხოვე ქართული” – კამპანია გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაიწყო

2017-01-13 – გოგა ჩანადირის გამოსვლა tv ერთსულოვნება

2017-01-13 – საზოგადოებრივი პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია დაიწყო

2017-01-13 – ტვ დია „მოითხოვე ქართული“ – პრეზიდენტი დვანში

2017-01-16 – მაესტრო ბიზნესკონტაქტის სიახლეებში

 

და ბოლოს,

12 იანვრის ვიდეო შეჯამება [ბოლო რამოდენიმე წუთი ნახეთ]:

 

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"