მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > 30-ე დღეს „ქართული კალათა“ მოვინახულე და „მადლიანი 2017“-ის ჩურჩხელა ვიყიდე

30-ე დღეს „ქართული კალათა“ მოვინახულე და „მადლიანი 2017“-ის ჩურჩხელა ვიყიდე

გამოწვევას ისე როგორ უნდა ჩაეარა, რომ ქართულ კალათაში რამე არ მეყიდა? ჰოდა დღეს ვეწვიე და მადლიანი 2017-ის ჩურჩხელა ვიყიდე. FB პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია ჩავრთე თუ არა, მობილურმა ინტერნეტმა „მუხანათურად“ გამთიშა და … მომიწია სახლიდან გაგრძელება. სიმბოლურია ხომ? ქვემოთ ვიდეოს რომ ნახავთ, მე-13 წამზე ხდება ყველაფერი …

ეს არის მადლიანი 2017 -ს უგემრიელესი ჩურჩხელა სასაჩუქრე შეფუთვაში …
ქართული კალათა – უგემრიელესი მაღაზია, სადაც ყველაფერი ქართული იყიდება …
თავისუფლების მოედანთან ახლოს, კ. აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე …

იყიდეთ, გასინჯეთ და თავად გამოიტანეთ დასკვნები!
შეკვეთებისათვის დაუკავშირდით პირდაპირ მწარმოებელს!

ნახეთ ვიდეო

 

PS

წესით და რიგით 30 დღიანი გამოწვევა სრულდება. დღს ხომ 30-ე დღეა. თუმცა ცოტათი გავაგრძელებთ … ხვალისთვის ისეთი ნაწარმი მაქვს შემონახული რომ …

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"