მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > კახური ნატურალური ჩურჩხელა Merry: ეს არის ნეტარება!

კახური ნატურალური ჩურჩხელა Merry: ეს არის ნეტარება!

ეს არის კახური ნატურალური ჩურჩხელა, რომელსაც უკვე ისე ვიცნობ, რომ ზეპირად გეტყვით ნიგვზის რამდენი ლებანია თითოეულ ჩურჩხელაში :). იგი სულ რამოდენიმე თვის წინ გამოჩნდა ორბიტაზე, ოქტომბრის ბოლოს თავად მწარმოებელი იყო ჩვენთან ერთად სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპოზე, სადაც 15 მწარმოებლის პროდუქცია წარვადგინეთ, სულ ცოტა ხნის წინ ნიმუშები გავაგზავნეთ ყატარში და ყაზახეთში.

ჩურჩხელა “Merry”-ს შპს „დიასახლისი“ აწარმოებს დედოფლისწყაროში. და ძალიან გამიხარდა, რომ დღეს პროდუქცია ქალთა საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებაზე აღმოვაჩინე. 10 ლარად შევიძინე 2 ცალი ჩურჩხელა

გურმანებო, ჩურჩხელა “Merry” თბილისში ორ ადგილას შეგიძლიათ იყიდოთ: მაღაზია Wine Station აღმაშენებლის 9-ში და მაღაზია-რესტორანში – „დეკანტერი“ აღმაშენებლის 16-ში. შეკვეთებისათვის დაუკავშირდით ტელეფონზე – 577 33 54 58 (თან ახალი წელი მოდის, სასაჩუქრედ იდეალურია).

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"