მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > მოძრაობა KAR.GE-ს კამპანია #იყიდეატამი. შეჯამება
#იყიდეატამი

მოძრაობა KAR.GE-ს კამპანია #იყიდეატამი. შეჯამება

2017 წლის 11 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივით მიმდინარეობა ინტერნეტ აქცია #იყიდეატამი. აქცის მიზანი გახლდათ საქართველოს მოსახლეობის სტიმულირება ეყიდათ ქართული ატამი და ვაშლამატამა. ჩვენ ვართ მომხმარებლები, მყიდველები და ჩვენს ხელში არის რეალური ძალა, რომლის ატმის მიმართულებით ამოქმედებას ისახავდა მიზნად ჩვენი კამპანია.

პრობლემის შექმნა განაპირობა კახეთში ატმის ჭარბმოსავლიანობამ, რომელსაც სამაცივრე მეურნეობები და მწარმოებლები რეალურად მოუმზადებელი დახვდნენ. ასევე მოუმზადებელი აღმოჩნდნენ სადისტრიბუციო რგოლის წარმომადგენლები. შედეგად კახეთში 25 კილოგრამიანი ატმის ყუთი 2 ლარადაც არ იყიდებოდა. საქართველოს რეგიონებში კი ატმის ფასი 2-დან 3 ლარამდე მერყეობდა. ბევრმა გაწბილებულმა ფერმერმა თავისი მოსავალი თავისივე ხელით გადაყარა, ვიდეოები/ფოტოები გადაიღო და პრობლემა ვიზუალური გახადა.

პრობლემის გამწვავებას ხელი შეუწყო იმან, რომ ატმის მოსავალი ყველგან კარგი მოვიდა ესპანეთიდან დაწყებული აზერბაიჯანით დამთავრებული. ცეცხლზე ნავთის გადასხმის ტოლფასი იყო აზერბაიჯანის მიერ ატმის იმპორტზე ბაჟის დაწესება, რამაც პრაქტიკულად მოცელა ექსპორტი აზერბაიჯანის მიმართულებით.

მოძრაობა KAR.GE არ იყო ერთადერთი ამ ტიპის აქტივობაში. არაერთმა მედია გამოცემამ ატეხა განგაში ამ თემაზე. ჩვენი მისიიდან გამომდინარე ჩვენ გავაკეთეთ მარტივი კამპანია, რომლითაც 200,000-მდე ადამიანთან მივედით მოწოდებით, რომ ეყიდათ ქართული ატამი.

8 ივლისი, 2017 – უშუალოდ კამპანიის დაწყების თარიღია. ეს ვიდეო ცოტა მოგვიანებით გააკეთს ავტორებმა, მაგრამ ნათლად ასახავს პრობლემას

საცოდაობა ხდება …

Posted by მოძრაობა KAR.GE on 2017 წლის 18 ივლისი, სამშაბათი

 

11 ივლისი – პირდაპირი ეთერი TV იბერიაზე, გადაცემა ბიზნეს კოდში

 

13 ივლისიდან – დავიწყეთ Facebook კამპანია ამ ვიდეოთი

იყიდეთ ქართული ატამი!

იყიდეთ ქართული ატამი 🍑🍑🍑!#იყიდეატამითუ მაინცადამაინც ხეზე უნდა დალპეს?საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ვინც დავრჩით ამ ქვეყანაში, დღეში რომ 1 🍑 შეჭამოს, დღეში 400 ტონით გავზრდით მოხმარებას. იცით რამოდენა ეფექტი ექნება ამას?

Posted by მოძრაობა KAR.GE on 2017 წლის 13 ივლისი, ხუთშაბათი

 

14 ივლისიდან – მოძრაობა KAR.Ge-ს დამფუძნებელმა ღია შესყიდვა გააკეთა.  სტატიის KAR.GE-ზე დადების შემდეგ დაიწყო ამ სტატიის FB სარეკლამო კამპანია

ასე ვყიდულობთ ატამს და ვაკეთებთ საქმეს: კამპანია “იყიდე ატამი“ გრძელდება

ვიყიდოთ ატამი სანამ იაფია!ვინც გინდა იცინეთ და დღეში 1 ატამი რომ შეჭამოს საქართველოს თითო მაცხოვრებელმა, დღეში 400 ტონა…

Posted by მოძრაობა KAR.GE on 2017 წლის 14 ივლისი, პარასკევი

 

18 ივლისი – კომენტარი TV ობიექტივს ატმის კრიზისთან დაკავშირებით

ატმის კრიზისი: კომენტარი TV ობიექტივს

 

19 ივლისი – გამოსავლის ძიების პოსტი, სადაც ასევე ძალიან ბევრმა ადამიანმა დაწერა თავისი აზრი

რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს?

Posted by მოძრაობა KAR.GE on 2017 წლის 19 ივლისი, ოთხშაბათი

 

საერთო ჯამში ჩვენ თემას წინა ხაზზე ვინარჩუნებდით 2 კვირის განმავლობაში. ყოველ 3 დღეში მოძრაობა KAR.Ge-ს დამფუძნებელი ყიდულობდა ატამს და დებდა თავის FB-ზე. ისევე როგორც ჩვენ ვაზიარებდით სხვა ადამიანების შესყიდვებს.

ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელშეწყობით არაერთი ატმის მწარმოებელი დავაკავშირეთ ექსპორტიორებს.

ამ ერთი მოკრძალებული კამპანიით მცირე საქმე გავაკეთეთ საქართველოს მოსახლეობის ქართული ნაწარმის მიმართულებით გამოსაფხიზლებლად. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩაერთო კამპანიაში და თავისი შესყიდვით თავისი ფული ქართულ ეკონომიკაში ჩადო.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"