მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > insight > რამდენი იყო ადგილობრივი [არა უცხოური] ინვესტიცია საქართველოში 2015 წელს?

რამდენი იყო ადგილობრივი [არა უცხოური] ინვესტიცია საქართველოში 2015 წელს?

2015 წელს საქართველოში 1,564,000,000 $-ზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაკეთდა. ჩნდება ბუნებრივი შეკითხვა: რამდენი იყო ამავე წელს პირდაპირი ადგილობრივი ინვესტიციები 2015 წელს? ანუ ის ინვესტიცია, რომელიც ადგილობრივმა ბიზნესმა ჩადო ბიზნესში?

რაზე ვსაუბრობ?

რაზე და მაგალითად ქართულმა საწარმომ, რომ დანადგარები შემოიტანა, ან შენობა ააშენა, ან ნებისმიერი ისეთი საქმიანობა განახორციელა, რომელიც ინვესტიციად კლასიფიცირდება. ან თუნდაც ქართუ ფონდმა რომ 200 მილიონი ინვესტიციით Black Sea Arena ააშენა და ა.შ.

რა გავარკვიე …

არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ geostat.ge არის განძი. და მეც სულ ახლახან აღმოვაჩინე მთლიანი შიდა პროდუქტიის დაანგარიშება დანახარჯების მიხედვით, სადაც მე-16-17-18 სტრიქონებში მეტად საინტერესო რამ წერია [ცხადია მარტო ცხრილის ანალიზს არ ვეყრდნობი, 2 საათი ვარკვევდი ამ საკითხს საქსტატის ორ დეპარტამენტში ამ რამოდენიმე დღის წინ]. კერძოდ ის, რომ მთლიანი კაპიტალის ფორმირებამ 2015 წელს შეადგინა 10,18 მილიარდი ლარი. აქ შედის ძირითადი კაპიტალის ფორმირება 9 მილიარდი და დანარჩენი მარაგები.

ამ 9 მილიარდი ძირითადი კაპიტალიდან ცხადია ნაწილი არის უცხოური ინვესტიციების დამსახურება ნაწილი კი ადგილობრივი კერძო სტრუქტურების მიერ განხორციელებული შიდა ინვესტიციების დამსახურება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2015 წელს 1,564 მილიარდი იყო FDI, გამოდის, რომ 6 მილიარდი ლარი მაინც იქნება [უხეში გაანგარიშებით] არაუცხოური  ინვესტიციები. ხომ არის ამაში ლოგიკა?

აქვე ეს ფაილიც აღმოვაჩინე – ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში საკუთრების ფორმის მიხედვით [მადლობა საქსტატის თანამშრომლებს რჩევებისათვის]. 2015 წლის მონაცემები დადებული არ არის, მაგრამ რაღაც მონაცემებს ესეც იძლევა, რომ ვთქვათ შემდეგი: ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიცია შესაძლოა 2 მილიარდის დიაპაზონში ყოფილიყო. მაგრამ მარტო ფიქსირებული აქტივები ხომ არაა?

მოკლე, ამ ციფრებში ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს, მაგრამ სრული საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ ჯამური ადგილობრივი შიდან ინვესტიციები 6 მილიარდამდე იქნებოდა 2015 წელს. ფაქტი ერთია: როგორც სტატისტიკის დეპარტამენტში სათანადო ადამიანმა ტელეფონით განმიცხადა შიდა ინვესტიციების დათვლა არ ხდება და მხოლოდ ასე თუ ირიბად რაღაცას გამოვიყვანდით. ჰოდა ვამბობ 6 მილიარდს. თუ ასე არაა, აგერ ბატონო ბურთი და მოედანი და დავთვალოთ ერთად უკეთესად. მანამდე კი ძალაში ვტოვებ და ვიძახებ 6 მილიარდს.

რას გვაძლევს ეს?

იმას, რომ შიდა ინვესტიციები, რომლებიც ხორციელდება კერძო ორგანიზაციების მიერ საქართველოს შიგნით [არა უცხოური] იყო 6 მილიარდი ლარამდე 2015 წელს. ამავე წელს კი საერთაშორისო ინვესტიციებმა 3 მილიარდი შეადგინა მხოლოდ. ცხადია რაც მეტი შემოვა უცხოური ინვესტიცია მით უკეთესი, მაგრამ ადგილობრივიც არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვახსენოთ მაინც!!!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"