მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > მე ვიყიდე ქართული შოკოლადები ბარამბოსგან! ყველა სხვა იმპორტულ შოკოლადს ვივიწყებთ!

მე ვიყიდე ქართული შოკოლადები ბარამბოსგან! ყველა სხვა იმპორტულ შოკოლადს ვივიწყებთ!

ცოტა ხნის წინ ჩვენს ბაღებში იმპორტული (ამ შემთხვევაში რუსულის) შოკოლადების დარიგების სამარცხვინო ფაქტს გამოხმაურებაც ისეთი მოჰყვა, ნეტა მართლა ჩამახედა ამ ხალხის თავებში ისევ რომ სსრკ-ს მისტირის. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ლელა მაჩაბლიშვილს თემატური სტატიისთვის, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ცეცხლი დაანთო და იმ ადამიანებს, რომელთაც სწორად გაიგეს გზავნილი. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საკითხში უიმედოა!

სამწუხაროდ ბევრს არა ესმის და არ სურს გაიგოს მარტივი ჭეშმარიტება: ყიდულობ იმპორტულს? ასაქმებ უცხოელს, ავითარებ უცხოურ ბიზნესს და ავითარებ უცხო სახელმწიფოს … საკუთარის ხარჯზე!

და ეს იმ დროს, როცა არის ბარამბო და აქვს უამრავი სხვადასხვა სახის შოკოლადი, ისეთიც და ასეთიც, იმ ფასშიც და ამ ფასშიც, რომელსაც შეარჩევ ყველა ადამიანი თუ მართლა შარზე არ ხარ ან არ გიტყდება ქართულის ყიდვა! მაგრამ ცუდის თქმა ხომ იცით როგორ “მოდაშია”? რომ უნდა ჩაქოლონ რაღაც? ქართული ხომ ყველაზე კარგად “იქოლება” და ესეც ხომ მოდაშია თან?

ჰოდა ბატონო, აი გიზიარებთ …

დღეს ვიყიდე ეს გემრიელობები. ფილა შოკოლადების ფასები 2.6 ლარია, ყვითლიანების არ ვიცი, არ დავკვირვებივარ (უფრო იაფია), ხოლო თეთრიანები საჩუქრად მომცეს აქცია იყო და ბევრი რომ ვიყიდე მიტომ. უშუალოდ შოკოლადები კილო 13 და 14.5 ლარი ღირდა და ცოტა-ცოტა ვიყიდე. ჯამში 23 ლარამდე გადავიხადე.

ნახეთ ვიდეო

 

რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?

ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/

სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"