მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე #30 – ზეთი სიღნაღი

დღე #30 – ზეთი სიღნაღი

ერთადერთი კახური ზეთი, რომელიც ასე ბოთლებშია ჩამოსხმული …

ერთადერთი კახური ზეთი, რომელსაც ნორმალური ფასი აქვს [3,5 ლარი 1 ლიტრი] …

ერთადერთი კახური ზეთი, რომელიც ბრენდირებულია …

ეს არის მზესუმზირის ზეთი სიღნაღი, რომელიც უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ!

სად?

მოიკითხეთ ყველგან, იქნებ გამოფხიზლდნენ ქსელები და შეიტანონ ქართული ნაწარმი!

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

PS

ეს ჩვენი წლევანდელი გამოწვევის ბოლო თემაა წელს. უღრმესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც მიიღო გამოწვევა და ქართული ნაწარმის რეკლამირებაში ჩაერთო. ეს საჩვენოთ კეთდება მეგობრებო! და ჩვენ გავაგრძელებთ “ხმაურს” ისევ და ისევ ჩვენდა სასიკეთოდ!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"