მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე #26 – მაწონი, აგროჰაბი

დღე #26 – მაწონი, აგროჰაბი

დღეს აგროჰაბი გაიხსნა …

და მეც ვეწვიე …

დავათვალიერე …

დაცვაც ვანერვიულე სურათები რომ გადავიღე ..

კონსულტანტებსაც და მენეჯერებსაც გავესაუბრე …

დამფუძნებელიც გავიცანი …

და სიმბოლურად გამოწვევისთვის ეს მაწონი შევიძინე 2 ლარად …

 

აგროჰაბი – ნატურალური პროდუქციის ჰიპერმარკეტი …

რაც იყიდება ყველაფერი ნატურალური არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მიმართულება აქვთ აღებული სერიოზული. ვესაუბრე დამფუძნებელსაც, რომელმაც კარგად ამიხსნა თუ რას გეგმავენ მომავალ წელს …

ყველაზე მეტად გამახარა, რომ ქართული ნაწარმი არის მრავლად წარმოდგენილი და მთავარი გეზიც ისაა, რომ ქართული ნაწარმის რაოდენობა გაიზარდოს მათსავე დახლზე …

ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ძალიან “მანქანამრავალ” ადგილასაა და რთული ტრეფიკის გამო შეიძლება კლიენტურის მიზიდვა გაჭირდეს. მე თვითონაც ძააალიან ვიწვალე რომ მივსულიყავი …

 

აუცილებლად ეწვიეთ და თქვენი თვალით ნახეთ. ქვემოთ კი ფოტოებს გიზიარებთ!

სხვათა შორის, იქვეა ძალიან მაგარი მარანი, სადაც აგროჰაბის წარმოების 11 ჩამოსასხმელი ღვინის ცისტერნა დგას 🙂

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"