ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დღე #16 – ხელნაკეთი ბლოკნოტი, 17 კვადრატი

ცხვირ პირი თუ არ მიგეყინა ქართული პროდუქციის სავაჭრო ობიექტის და ქართული ნაწარმის ძებნაში რაა გამოწვევა?

რაც მე 17 კვადრატი ვეძიე …

და მაინც მოვძებნე …

პრიზი მეკუთვნის ნამდვილად …

ვიყიდე ორი ცალი ხელნაკეთი ბლოკნოტი …

ხელნაკეთები …

თითო 3 ლარად

საახალწლოდ თოვლის ბაბუ რომ მიუტანს საჩუქრად ჩემს გოგოებს …

სხვათა შორის ბევრი საინტერესო სასუვენირე და არა მხოლოდ ნივთი იყიდება 17 კვადრატში. ნაჭრის ხელჩანთებიდან დაწყებული კაბებით დამთავრებული, სამკაულები, წიგნები, ბლოკნოტები, ხის ბეჭდები და ა.შ.

ვერდიქტი: აუცილებლად ეწვიეთ 17 კვადრატს!

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

სად არის 17 კვადრატი?

აი Facebook გვერდი

აი მისამართი ზუსტად Google Map-ზე.