მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > დღე #12 – საქკაბელის საფირმო მაღაზიაში (ელიავაზე) ნაყიდი ქართული წარმოების კაბელი

დღე #12 – საქკაბელის საფირმო მაღაზიაში (ელიავაზე) ნაყიდი ქართული წარმოების კაბელი

მივიწევთ წინ …

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

ელექტრობის რაღაც მესმის …

ჰოდა დღეს დამჭირდა სახლში დამატებით ხაზის გაყვანა. კაბელის საყიდლად ელიავას მივაშურე და საქკაბელის საფირმო მაღაზიაში საჭირო ტიპის კაბელი ვიყიდე. 5 მეტრი სრულიად მეყო ჩემი მიზნებისათვის.

სს საქკაბელი საქართველოში კაბელების უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც პროდუქცია ექსპორტზეც გააქვს. ეს კონკრეტული ობიექტი #114 ელიავას ბაზრობაზე, მეორე რიგშია. ქუჩიდანაც ჩანს დიდი ბანერი. 5 მეტრში 14.6 გადავიხადე.

ცნობისათვის: საქართველოს კაბელების ბაზრის 80% იმპორტია. და ისეთი უხარისხო პროდუქცია შემოდის, რომ რაც აწერია ისიც არ არის. კარგი კონსულტაცია გჭირდება სპეციალისტთან, რომ “სწორი” კაბელი იყიდო შენი მიზნებისათვის. ამის გარკვევაში მიმეყინა ფიზიონომია დღეს ელიავაზე [სახეზეც მეტყობა].

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"