ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

„დემა“-ს ნატურალური ხელნაკეთი საპონი გამოწვევის 27-ე დღის მშვენებაა

PSP-ს ფილიალში შევიძინე, გლდანში
8 ლარი ღირს და ნამდვილად ღირს, ვინც ნატურალური საპნების ფასი იცის!

ქართული ნატურალური სამკურნალო საპონი “დემა” უძველესი ქართული ოჯახური ტრადიციით დმანისის ალპურ ზონაში შეგროვებული მცენარეებისაგან მზადდება.

დამფუძნებელმა, პროფესიით პედაგოგმა – ქ-ნმა მაია დევნოზაშვილმა წინაპრების ტრადიცია აღადგინა და “აწარმოე საქართველოში”-ს გრანტის მეშვეობით ახალ დონეზე აიყვანა. დღეს სტარტაპი 17 სახეობის ნატურალურ სამკურნალო საპონს აწარმოებს და საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო ქსელებში ყიდის. თითოეული სამკურნალო საპნის ფასი წონისა და შემადგენლობის მიხედვით 5 ლარიდან 8 ლარამდე მერყეობს.

პროდუქცია მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ბიო-პროდუქტებისგან, მცენარეული და ცხოველური ცხიმებისაგან, ძვირფასი ეთერზეთებისაგან და მაღალ მთებში სათუთად შეგროვილი სამკურნალო ბალახებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანის კანისთვის.

მოძრაობა KAR.GE და „დემა“ დიდი ხანია უკვე ვმეგობრობთ და ძალიან ბევრი ღონისძიება გაგვიკეთებია ერთობლივი ძალებით. კიდევ მეტს გავაკეთებთ!

მთავარია ვიყიდოთ ქართული ნაწარმი!
სად ვიყიდოთ? აი აქ

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!