ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გურული ხილის ოტკა ანასეულის კომბინატისგან

გამოწვევის 3-ე დღის შენაძენი თბილისი მოლის კარფურში
22,95 ლარად
0,7 ლიტრი
ტყემლის ოტკა
გურული
იწარმოება ანასეულში
ჩემი თვალით მაქვს ნანახი
ინებეთ წარმოების ვიდეო

https://www.facebook.com/karge.movement/videos/2047348705289807/

ეს ისეთი პროდუქტია (გურულებისათვის განსაკუთრებით ვამბობ) ულაპარაკოდ რომ უნდა იყიდოთ. ხოლო სტუმრად თუ მიდიხართ, მაშინ ხომ სულ დაგამშვენებთ 🙂

იყიდება თბილისი მოლის და ისთ პოინთის კარფურებში და ნიკორას დიდ ობიექტებში. სხვაგან ვერ ნახავთ.

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!