ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > [ფოტო კოლაჟი] დიღმის გუდვილი, გამოფენა-გაყიდვა “აირჩიე ქართული“, 7-8 აპრილი

[ფოტო კოლაჟი] დიღმის გუდვილი, გამოფენა-გაყიდვა “აირჩიე ქართული“, 7-8 აპრილი

7-8 აპრილს დიღმის გუდვილში “აირჩიე ქართული”-ს მიერ ორგანიზებული ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

“აირჩიე ქართული”-ს მიერ ორგანიზებული ეს ღონისძიიება უკვე მრავალი წელია ტარდება. ამჯერად განსაკუთრებული ის იყო, რომ ეს გამოფენა ძალიან დიდი ჩართულობით გამოირჩეოდა და თუ რამ აქამდა გუდვილში „აირჩიე ქართული“-ს ეგიდით რომელიმე ექსპო გამართულა, მე პირადად ყველაზე დიდი რაც მახსოვს იმაზე 3-ჯერ დიდი მაინც იქნებოდა. და ეს არის ძალიან კარგი! გამოფენას აშკარად დაეტყო ერთის მხრივ გუდვილის მენეჯმენტის მიერ გაწეული ძალისხმევა, მეორეს მხრივ კი ინტერესი ქართველი მწარმოებლების მხრიდან!

მე დღეს ვეწვიე, 8 აპრილს …

ყველა მაგიდას სურათი გადავიღე თქვენთვის …

ზუსტად ვიცი, რომ 8-ში ზოგი უკვე წასული იყო იმის გამო, რომ ჯერ კიდევ პირველ დღეს გაუთავდა პროდუქტი, ამიტომ მათი ფოტოები ამ კოლაჟში ვერ მოხვდა.

დაათვალიერეთ …

აირჩიე, მოითხოვე, მოიძიე …

რაც გინდაა ის ჰქენი, მაგრამ იყიდე ქართული ხარისხიანი ნაწარმი!