მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > ფრეკოს გაყინული კარტოფილი ფრი – სიმაყაყით ახალციხიდან

ფრეკოს გაყინული კარტოფილი ფრი – სიმაყაყით ახალციხიდან

დღეს, 30 დღიანი გამოწვევის 10-ე დღეს გლდანის ფრესკოში ვიყიდე ფრეკოს კარტოფილი ფრი, გაყინული, 2,99 ლარად, 750 გრამი. 

შპს “ფრეკო” პირველი ქართული კარტოფილი ფრის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2016 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში დაარსდა. კომპანია ადგილობრივი – ახალციხის ნატურალური კარტოფილის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივად გემრიელ, ყოველგვარი ქიმიური დანამატებისაგან და GMO თავისუფალ კარტოფილ ფრის საკუთარი ბრენდული დასახელებით აწარმოებს და ყიდის. დეტალური ინფორმაიცისათვის ეწვიეთ ვებსაიტს და FB გვერდს.

 

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"