მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > რატომ არის ბრენდის შექმნა მომგებიანი?
რატომ არის ბრენდის შექმნა მომგებიანი?

რატომ არის ბრენდის შექმნა მომგებიანი?

გქონდეს “საუკეთესო” პროდუქტი არ კმარა …
თუ გინდა იგი გაყიდო, “საუკეთესო” მარკეტინგი გჭირდება …
„საუკეთესო“ მარკეტინგი კი ბრენდინგით იწყება …
თუ არ გაქვს ბრენდი, ვერც მარკეტინგს ააწყობ და მით უმეტეს ვერც გაყიდი თუნდაც ბაზარზე “საუკეთესო” პროდუქტი გქონდეთ. სწორედ ამიტომ ბრენდის შექმნაა ამ სტატიის თემა.

როგორ ჩავკლათ საკუთარი ბიზნესი საკუთარი ხელით ჩანასახშივე? – სტატია, რომელიც ერთ ბიზ[მ]ესმენ თან შეხვედრის შემდეგ რამოდენიმე თვის წინ დავწერე და გამოვაქვეყნე რამოდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გამახსენდა, ოღონდ კარგ კონტექსტში. შევხვდი საქმიან ადამიანს, რომელსაც აშკარად ესმის ამ თემის მნიშვნელობა და თან ისე, რომ ზედმეტი ახსნაც კი არ დამჭირვებია. საუბრისას კი ისე საინტერესოდ ვიმსჯელეთ, რომ იდეების ნაკადი ამ სტატიაში აუცილებლად უნდა გადმომელაგებინა.

რატომ არის ბრენდის შექმნა მომგებიანი?
როგორ იგებ რეალურად როცა გაქვს ბრენდი და როგორ აგებ, როცა არ გაქვს!
[თუ გნებავთ დეტალურად გაიგოთ რა არის ბრენდი და რა ჯდება ბრენდის შექმნა ნახეთ ეს სტატია]

შენიშვნა: თაფლის, ყველის, ჩაის, ჩირის, მწვანილის, ხელნაკეთი ნივთების და ა.შ. ბევრი სხვადასხვა პროდუქტის მაგალითზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ამჯერად თაფლი იყოს.

დავუშვათ აწარმოებთ თაფლს. თქვენი როგორც მწარმოებლის მიზანია რა თქმა უნდა არის გაყიდოთ მეტი და თან გაყიდოთ ისეთ ფასში, რომ მოგება მეტი დაგრჩეთ. დღეს თაფლის საბაზრო ფასი 15-20 ლარია. ხანდახან მეტიც ღირს იმისდა მიხედვით, სად გაყიდით. ბრენდირებული და დაფასოებულ/შეფუთული თაფლის ფასი კი გაცილებით მაღალია სავაჭრო ქსელში. ასეთი ბევრიც არაა ჩვენში რომ დარჩეს.

ვარიანტი 1:
დავუშვათ თქვენ გადაწყვიტეთ თქვენი თაფლი არ დაბრენდოთ და ისე გაყიდოთ – უსახელოდ, ლოგოს გარეშე, შეუფუთავად, „მარკეტინგულად შეუფუთავად“. დაუბრენდავ თაფლს ყიდის ბევრი სხვა მწარმოებელიც. ამ დროს მომხმარებლისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ვერ ერკვევა ხარისხში, ერთადერთი „საზომი“ ხდება კილოგრამი თაფლის ფასი. რაც არ უნდა უმტკიცო არაინფორმირებულ მომხმარებელს თქვენი თაფლის ღირსებები, რაც არ უნდა რეალურად ნატურალური და გადასარევი თაფლი გქონდეთ, ის სხვა თანაბარ პირობებში იყიდის იმ თაფლს, რომელიც უფრო იაფი დაუჯდება, იმიტომ რომ არაინფორმირებული მომხმარებლისთვის თაფლი მაინც თაფლია და მორჩა. საქართველოს მოსახლეობის 80%+ ფასზე იმდენად მგრძნობიარეა, რომ თუ განსაკუთრებული „წიკი“ არ აქვს, მას არ აინტერესებთ თქვენი მოყოლილი „მოთხრობა“ მაგალითად თქვენი თაფლის ნატურალურობაზე; ადგება და იყიდის იმას, რომელიც უფრო იაფია, ან უფრო მასთან ახლოს იყიდება, ან მისი ახლობლისაა.

როცა მწარმოებლებს შორის მომხმარებლების გულისა და ფულის მოსაგებად შეჯიბრი არის ფასში, ეს ნიშნავს საფასო კონკურენციას. სწორედ საფასო კონკურენცია ადრე თუ გვიან აიძულებს ყველა მწარმოებელს მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი პროდუქტის გასაყიდის ფასი [ან ელოდოს უკიდეგანოდ], რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მომგებიანობა ამ ბიზნესში დავა მინიმუმზე, რაც მარტივად რომ ვთქვათ ნიშნავს შემდეგს: მწარმოებელი [აბოსლუტური უმრავლესობა] ან ვერ იგებს, ან მინიმალურად იგებს, ან აგებს როგორც თანხაში, ასევე დროში.

ვარიანტი 2:
აბა წამიერად დაფიქრდით, თაფლის რამდენი ბრენდი გახსენდებათ ამ მომენტში? ამ წამს რაც მახსენდება არის დათუნია და ბრეტი. გამიგია მაისის თაფლი, ალპური თაფლი, აკაციის, წაბლის, მაგრამ ესენი ბრენდები არაა. თუ თქვენ ყიდით „სწორად“ დაბრენდილ თაფლს [ბრენდირებას თავისი წესები აქვს] ეს უკვე ნიშნავს, რომ არაინფორმირებული მომხმარებელი [თუ მასთან სათანადო კომუნიკაცია გაქვთ] მიხვდება თუ რითი ხართ სხვებისგან განსხვავებული. შეიძლება ეს განსხვავება დიდი არ იყოს, მაგრამ მთავარია მომხმარებელმა ყველა „ქათამს“ შორის თქვენ დაგინახოთ როგორც „არწივი“. აქ მთავარი ის კი არ არის თქვენ რა იცით მომხმარებელზე, არამედ ის, თუ მან რა იცის თქვენს შესახებ. მან უნდა გაგიცნოთ, დარწმუნდეს თქვენში, გენდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ არის გაყიდვის შანსი. გარდა ამისა ბრენდის გაკეთება სავაჭრო ქსელში შესვლის წინაპირობაცაა.

ამ დროს უკვე საფასო კონკურენციაში აღარ ხართ სხვა თაფლის მწარმოებლებთან. ამ დროს ფასში ნებისმიერი განსხვავება დასაბუთებული თუ არის, გამართლებულადაც კი ჩაითვლება მომხმარებლის მიერ, რომელიც ფიქრობს მარტივად: „აჰა, ე.ი. ეს დათუნიას თაფლია, მაჭახელას ხეობაში მოყვანილი და ალბათ იმიტომ ღირს ეს ფასი, რომ ამიტომ, ამიტომ და ამიტომ“ … მარტივი ლოგიკაა … მთავარია თქვენ დაასაბუთოთ, და თან მყარი არგუმენტებით, თუ რატომაა თქვენი ბრენდული თაფლი განსაკუთრებული და სხვაზე უკეთესი, რომ დაასაბუთოთ მასზე დადებული ფასი ადამიანის გონებაში და აკეთოთ ეს მუდმივ რეჟიმში.

დასკვნა:
თუ ფიქრობთ წინსვლაზე „სწორად“ შექმენით ბრენდი, განესხვავეთ კონკურენტებისგან და ამის შემდეგ გექნებათ შანსი მიიღოთ მეტი მოგება. მოძრაობა kar.ge-ში გვაქვს რესურსი, რომ ბრენდირებაში გვერდით დაგიდგეთ. ეს აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია და მომავალშიც გავაკეთებთ. დაგვიკავშირდით.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"