ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > მყიდველისთვის გაკეთებული ასეთი სიურპრიზისათვის უღრმესი მადლობა „ბიო“-ს – ბიო რძის პროდუქტების მწარმოებელს

მყიდველისთვის გაკეთებული ასეთი სიურპრიზისათვის უღრმესი მადლობა „ბიო“-ს – ბიო რძის პროდუქტების მწარმოებელს

ეს არის უნიკალური შემთხვევა და სწორედ ამიტომ მინდა სამაგალითო გახდეს სხვა მწარმოებლებისათვის. იმედს ვიტოვებ, რომ სხვა ადგილობრივი მწარმოებლები მაგალითს აიღებენ და მეტად ყურადღებიანი იქნებიან მისი ნაწარმის მყიდველების მიმართ.

 

3 დეკემბერს #30დღიანიგამოწვევის ფარგლებში გურანდუხტ ავქოფაშვილმა – ჩვენმა თანამოაზრემ ქართული პროდუქცია იყიდა და გამოწვევის წესისამებრ თავის FB გვერდზე წარმოაჩინა.

ეს ნაწილია იმ ქართული პროდუქტებისა რომელიც დღეს შევიძინე 😘ჩვენ გვიყვარს ქართული და მჯერა რომ ყველა ასე იქცევით ქართულსა…

Posted by გურანდუხტ ავქოფაშვილი on ორშაბათი, 03 დეკემბერი, 2018

 

ის რაც შემდეგ მოხდა გაგაოცებთ 🙂

7 დეკემბერს კი კომპანია BIO-მ მისთვის სრულად მოულოდნელად იგი დაასაჩუქრა თავისი პროდუქციის ნაკრებით.

დღეს საოცრად დიდი სურპრიზი და საჩუქრებით დატვირთული კალათა დამხვდა💚 უღრმესი მადლობა #ბიორძის პროდუქტებს და ნატურალ +….

Posted by გურანდუხტ ავქოფაშვილი on პარასკევი, 07 დეკემბერი, 2018

 

მყიდველისთვის გაკეთებული ასეთი სიურპრიზისათვის უღრმესი მადლობა „ბიო“-ს – ბიო რძის პროდუქტების მწარმოებელს. კომპანიის შესახებ სრული ინფორმავიისათვის ეწვიეთ “ბიო”-ს FB გვერდს.