თითქმის ყოველდღე ყველა ჩვენთაგანი მოვიხმართ არაქართულ სიტყვებს, მე პირადა ყოველდღიურად ვცდილობ ძირეული ბარბარიზმი ჩავანაცვლო ქართული შესატყვისით. ვინაიდან ბარბარიზმები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართულ ენას.
თუ ადრე რუსული სიტყვა ტრენერი ბარბარიზმად ითვლებოდა და ამას აღიარებდნენ კიდეც, დღეს ინგლისურის გზით შემოსული იგივე სიტყვები (ტრენერი და ტრენინგი) უმტკივნეულოდ იმკვიდრებს ადგილს.
შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადრე დამკვიდრებული რუსულენოვანი ბარბარიზმები დღეს მეტად გვეცემა თვალ-ყურში და ვაკრიტიკებთ, თუმცა დღესდღეობით ქართული ენა ყველაზე მეტად სწორედ ინგლისური ბარბარიზმებით ბინძურდება, ინგლისურიდან შემოსული სიტყვები თითქოს არ აღიქმება ბარბარიზმებად, და პირიქით, აუცილებლობაც (კაი ტიპობაც) კი გახდა მათი გამოყენება და რა მნიშვნელობა აქვს ტოტს, რომელი მხრიდან მოვჭრით, შედეგი ერთიდაიგივეა.
ასეთი დამოკიდებულება ჩემი აზრით და ალბათ არა მხოლოდ ჩემი აზრით, დამღუპველი იქნება ქართული ენისათვის, რადგან უცხოური სიტყვები შეუმჩნევლად ანაცვლებს ქართულს და ეს ჯერ ჯერობით გვეკაიტიპება, შემდეგში კი რას მივიღებთ თქვენ თავად განსაჯეთ.
მესმის, რომ ტექნოლოგიურმა თუ სხვა სახის ცვლილებებმა გამოიწვია ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა: (კომპიუტერი, პროცესორი და სხვ.), მაგრამ 🙂 არის ისეთი მრავალი სიტყვა რაც მხოლოდ და მხოლოდ კაიტიპობისთვის გამოიყენება, ასე უკეთ ჟღერს ამბავში.
- პრიორიტეტული (უპირატესი),
- კრეატიული(შემოქმედებითი),
- რეზულტატი (შედეგი),
- ივენთი (ღონისძიება),
- ექსპერიმენტი (ცდა),
- აუთლაინი (მონახაზი),
- მესიჯი (შეტყობინება, გზავნილი),
- რიმეიქი (გადამუშავება),
- მეილი(ფოსტა),
- ფეშენვიქი (მოდის კვირეული),
- უიქენდი (შაბათ-კვირა)
- და ა.შ.
თუმცა ძირეულად გადგმული სიტყვების ჩამონათვალი, აქ რასაც ვწერ იმის ალბათ 5% იქნება, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენ თუ რამე გამომრჩა მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ყოველ ნათქვამ არაქართულ სიტყვაზე, პირზე ხელი უნდა მივირტყათ, ეს ჩვევად ვაქციოთ და ჩავანაცვლოდ ნამდვილი ქართული სიტყვით.
- “კაროჩე” – მოკლედ;
- “იტიკში” – საერთო ჯამში;
- “დაჟე” –
- “იასნა” – თავისთავად ცხადია;
- “OK” – კარგი;
- “Shear” – გაზიარება;
- “Like” – მოწონება;
- “შკაფი” – კარადა;
- “კუხნა” – სამზარეულო;
- “ვანა” – სააბაზანო;
- “ტუალეტი” – საპირფარეშო;
- “სპიჩკა” – ასანთი;
- “პადიეზდი” – სადარბაზო;
- “პადვალი” – სარდაფი;
- “ნაპორი” – ჭავლი;
- “შარფი” – კაშნე;
- “კურტკა” – კურთუკი;
- “კოსტუმი” – პიჯაკი;
ხედავთ რამდენია? ისე გამიჭირდა ზოგი სიტყვის გახსენება 🙁 ვინაიდან ის ჩემს ცნობიერებაში ალბათ ჯერ ჯერობით ქართულად აღიქმება.
გადავარჩინოთ ქართული ენა …