მე მინდა 2040 წელს საქართველო იყოს მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. ამისათვის საჭიროა 2-ნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს რეალისტურია, მიღწევადია და ამის ერთდერთი წამალი შენს ხელშია …
ანონსი: 29 მარტიდან ჩვენ ვაგრძელებთ ნამდვილ ეროვნულ საქმეს და შემოერთებისაკენ მოგიწოდებ შენ, და ყველას შენს ირგვლივ ვისაც: 1) ეამაყება ქართული, 2) სწორად ესმის რა მნიშვნელობა აქვს ქართული წარმოებული პროდუქტის შეძენას და 3) ყოველდღიურად ყიდულობას ქართულს! ამ მომენტში მთავარი შეკითხვა ჟღერს ასე: შენთან ერთად თუ უშენოდ?
რა გვაქვს ამ მომენტისათვის
თებერვალ-მარტში დავქოქეთ https://kar.ge და დღეში ავედით 1500-მდე ვიზიტორამდე, ავამოქმედეთ facebook გვერდი, შემოვიკრიბეთ პარტნიორები, ბოლომდე გავრანდეთ სამოქმედო გეგმა და დავსახეთ მიზნები.
მიზნები
29 მარტიდან აგორებული ტალღის პირველი თამასა kar.ge-ზე დღეში 2,500 ვიზიტისა და 50,000 facebook like მიღწევაა. აქ საუბარია რეალურ ადამიანებზე, რეალური ბიზნეს კომპანიებზე და რეალურ ჩართულობაზე! შემდეგ კი 100,000 facebook like და დღეში 5000 ვიზიტი kar.ge-ზე. მკაცრი დროითი ჩარჩო არ გვაქვს, მაგრამ ორივე ეს თამასა უმოკლეს ვადაში უნდა გავიაროთ!
რას ნიშნავს 100,000 facebook like და დღეში 5000 ვიზიტი kar.ge-ზე?
რას ნიშნავს ასიათასობით ადამიანს ყოველდღიურად შეახსენო რომ ქართული იყიდოს და თან აჩვენო ეს? ეს ნიშნავს მეტი ქართული წარმოებული პროდუქტის გაყიდვას, რითაც: 1) აფინანსებ კარგი ქართული ბიზნესის განვითარებას, 2) ასაქმებ საქართველოს მოქალაქეებს, 3) გადასახადების გზით აძლიერებ ქართულ სახელმწიფოს, 4) ავითარებ ქვეყნის ინფრასტრუქტურას, 5) მოსახლეობას მეტი ფული უჩნდება ჯიბეში და ა.შ.
შემოგვიერთდი …
ძალა ერთობაშია! ჩვენ გვჭირდება თითოეული თქვენგანი: 1) გვჭირდება მხარდამჭერები [ინტერნეტში აქტიური ადამიანები]; 2) გვჭირდება კონტრიბუტორები [ბლოგერი, ფოტოგრაფი, დიზაინერი, მარკეტერი, ჟურნალისტი]; 3) გვჭირდება მედია და ინტერნეტ პარტნიორები; 4) გვჭირდება პარტნიორი ბიზნეს კომპანიები, რომლებთან ერთადაც გავაკეთებთ ქართულ საქმეს;
როგორ?
არ ჭირდება ამას ბევრი ფიქრი. დამიკავშირდი facebook PM –ით და უცებ აგიხსნი ყველაფერს. ან ელ. ფოსტით მომწერე – contact@tarielzivzivadze.ge, ან დამირეკე – 577 73 79 64 . თუ საჭირო იქნება ყველაფერს შეგასწავლით.