ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
შებოლილი სულგუნი შამფურზე

შებოლილი სულგუნი შამფურზე გაგისინჯავს? ეს ახალციხურია!

სულგუნი გიყვართ?
შებოლილი სულგუნი?
შებოლილი სულგუნი შამფურზე?
იცით რა გემრიელია?
მიაკითხეთ ნუგეშის, სმარტის, ორი ნაბიჯის, ნიკორას, კარფურის ქსელებს და დააგემოვნეთ ეს სიამოვნება!

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტის შესახებ ბევრი გამეგო, ბრმად ვერაფერს დავწერდი, ამიტომ ჩემთან ახლოს ფუდმარტს მივაშურე და 3,9 ლარად ეს სიამოვნება ვიყიდე. კილო 16,5 ლარი ღირს.

მწარმოებელია ქართული კომპანია შპს „Georgian Business Zone”, რომელსაც თავისი სასოფლო მეურნეობა ახალციხის რაონის სოფელ წნისში აქვს. კომპანია 2008 წელს დარსდა და საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.

სულგუნი-შებოლილი-შამფურზე

საწარმოში 45 ადამიანია დასაქმებული და მათი სერვისით ადგილობრივი 350 ფერმერი სარგებლობს. 67 ჰოლანდიური ჰოლშტეინის ჯიშის საქონელია სწორედ პროდუქტის ნედლეულის „მწარმოებელი“.

ძროხა-cow

შპს „Georgian Business Zone” საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს და მინიჭებული აქვს აისო და ჰასპის სერთიფიკატები. მის განკარგულებაშია თანამედროვე ევროპული ტიპის ფერმა და საწარმო. პროდუქცია იყიდება საქართველოს თითქმის ყველა სუპერმარკეტის ქსელში, მათ შორის: ნუგეში, სმარტი, ორი ნაბიჯი, ნიკორა, კარფური. დამატებითი ინფორმაციისათვის კომპანიის ვებსაიტი სიამოვნებით გიმასპინძლებთ!

იყიდეთ ქართული ნაწარმო, გასინჯეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 🙂