ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კამპა ბროწეული, მიირთვით ნექტარი!

კამპა ბროწეული, მიირთვით ნექტარი!

ამ ტექსტის წერის მომენტში მე არ ვიცი მეორე ქართული კომპანია, რომელსაც 200 მილილიტრიან პაკეტებში აქვს ჩამოსხმული სხვადასხვა ხილის ნექტარი. კამპა ბროწეული რამოდენიმე დღის წინ გუდვილში შევიძინე 70 თეთრად. ცხადია იქვე დახლიდან ამაყად იჯგიმებოდნენ უცხო ტომის წარმომადგენელი წვენები, ნექტრები, წვენები, თუ რა ვიცი კიდევ რა, მეპრანჭენ, თვალიც ბევრჯერ ჩამიკრეს, მაგრამ … მაგრამ „არ გაუვიდათ“ …

კამპას ამ სერიის 6 სხვადასხვა არომატის ნექტარი აქვს გამოშვებული და მათ რიგ რიგობით შემოგთავაზებთ. მანამდე კი აბა თქვენ იცით … იყიდეთ, გასინჯეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრი 🙂