2006 წლიდან 2012 წლამდე, მაშინ როცა ქართულ უნივესიტეტებში აქტიურად ვმოღვაწეობდი, მარკეტინგის ყველა ჯგუფთან სასწავლო პროგრამის ფარგლებში პროდუქტების დეგუსტრაციებს ვატარებდი. ეს ყოველთვის იყო ბრმა დეგუსტაცია, სადაც კურსის მონაწილეები გასინჯავდნენ პროდუქტს და აფასებდნენ მას კრიტერიუმებით. მიზანი იყო: 1) სასწავლო პროგრამის ფარგლებში სახალისო აქტივობის ჩატარება, 2) რეალურად გაგება იმისა 4-5 ბრენდ შორის რომელი გამოირჩეოდა სხვადასხვა კრიტერიუმით, 3) კვლევის ჩატარება [დეგუსტრაცია ერთგვარი კვლევაა]. ცხადია სურათებსაც ხშირად ვიღებდი.
პირველი პროდუქტი მახსოვს ხაჭო იყო [ეკოფუდმა რომ ბაზარზე პირველად ნუგბარი ხაჭო შემოიტანა, მისი დეგუსტაცია პირველად ჩვენთან შედგა], შემდეგ წვენი, ლუდი, ძეხვი, ღვინო და ა.შ. ეს „ღონისძიება“ ყოველთვის იყო ძაააააააააალიან სახალისო და არაერთხელ რესტორანშიც გაგრძელებულა.
კარგი იდეა …
მოძრაობა KAR.GE იწყებს ბრმა დეგუსტაციების სერიას. ჯერჯერობით ვფიქრობთ თვეში ერთხელ ჩატარებას. მინდა მოვიწვიო ხალხი, გავასინჯო ქართული და უცხოური ბრენდების პროდუქცია და კრიტერიუმებით მოხდეს შეფასება. ამ დროს:
- შეგვიძლია მოვიწვიოთ კომპანიების წარმომადგენლებიც;
- შეგვიძლია მოვიწვიოთ მედიაც;
- შეგვიძია მოვიწვიოთ უბრალო მომხმარებლებიც;
და ჩავატაროთ საინტერესო კვლევა, რომელიც დადებს კრიტერიუმებში გამოსახულ შედეგს, რომელსაც შემდეგ გავაშუქებთ.
ამ ნაბიჯით ჩვენ მიზნად ვისახავთ ადამიანებმა მიკერძოების გარეშე, ბრმად შეაფასონ პროდუქცია და მერე იმსჯელონ. ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ ქართულ პროდუქტებს უბრალოდ იმიჯი არ აქვს სათანადო, თორემ ხარისხი/ფასის კომბინაციაში ბევრ იმპორტულ ანალოგს მოუგებენ. მაგრამ ეს მხოლოდ დაშვებაა. გაინტერესებთ შევამოწმოთ?
რა ჭირდება ამ საქმეს?
- ერთი პარტნიორი დაგვჭირდება, ან კაფე, ან რესტორანი, ან სასტუმრო … ადგილი, სადაც ამ დეგუსტაციებს გავმართავთ. ვისაც სურვილი აქვს გთხოვთ შეგვეხმიანეთ. საუბარია მინიმუმ 10 დეგუსტაციის ჩატარებაზე თქვენთან. ჩვენ მოვიტანთ პროდუქციას, თქვენ უზრუნველყოფთ ადგილზე მომსახურებას, ცხადია უფასოდ, სამაგიეროთ თქვენთან ჩატარებულ თითოეულ ღონისძიებას „კარგად შევფუთავთ“, რაც თქვენთვის მომგებიანი იქნება;
- ადამიანები, დეგუსტატორები, რომლებსაც მოვიწვევთ პროდუქტების გასასინჯად სხვადასხვა დროს. თუ სურვილი გაქვთ გახდეთ დეგუსტატორი და ჩაერთოთ ამ აქტივობებში, დამიკავშირდით 🙂
- კომპანიებს, რომელთაც გსურთ თქვენი პროდუქცია წარმოადგინონ ასეთი დეგუსტაციაზე, ასევე გთხოვთ დამიკავშირდით.
პირველ დეგუსტაციას უკვე ვგეგმავთ.
რას გვირჩევდით?
რომელი ქართული პროდუქტები შევადაროთ იმპორტულებს?