ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: კატალოგი

2020 წლის ელექტრონული KAR.GE კატალოგი

2020 წლის 1 აპრილს ოფიციალურად გაეშვა 2020 წლის ელექტრონული KAR.GE კატალოგი (პანდემიის გამო ამჯერად პრეზენტაციის გარეშე). პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. KAR.GE კატალოგის პირველი ვერსია 2016 წელს შეიქმნა. დღეს კი უკვე მე-5 გაახლებაა ჩვენს წინაშე. აღსანიშნავია ასევე, რომ ჩვენ 2017, 2018, 2019 წლებში გავაკეთეთ საექსპორტო ინგლისურენოვანი KAR.GE კატალოგები, რომელზედაც 2020 წელს უარი ვთქვით. ყველაფერი DIGITAL-ისკენ მიდის და ფურცლოვანი ვერსიისთვის …

განაგრძე კითხვა »

საზოგადოებრივი არხი “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2019”-ის შესახებ

2019 წლის 11 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30, ღვინის ბარში – “ვინერია“ (თბილისი, ნ. ბარათაშვილის 2) მოძრაობა KAR.GE-ს ყოველწლიური გამოცემის – “KAR.GE Export Catalogue 2019“-ს პრეზენტაცია შედგა. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საექსპორტო კატალოგში 55 გამორჩეული კომპანიის 65 ბრენდის ასობით პროდუცია … ჯამში 462 ჩანაწერია წარმოდგენილი. უღრმესი მადლობა საზოგადოებრივ არხს სტუმრობისა და გაშუქებისათვის.

განაგრძე კითხვა »

რელიზი: 3 აპრილს მოძრაობა KAR.GE-ს შექმნილი “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018”-ის პრეზენტაცია შედგა

2018 წლის 3 აპრილს, სამშაბათს, 19:30, სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გამოცემული “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018”-ს პრეზენტაცია შედგა. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირება! “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018” ყოველწლიური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც უკვე მეორედ გამოიცა. ასევე გაახლდა ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი”, რომელიც არსებობს 2016 წლიდან. კატალოგებში 42 …

განაგრძე კითხვა »

ნახეთ როგორ იბეჭდება ინგლისურენოვანი “KAR.GE Export Catalogue 2018”

ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით მოძრაობა KAR.GE ქმნის ყოველწლიურ ინგლისურენოვან ბეჭდურ “KAR.GE Export Catalogue 2018”-ს (მეორე გამოცემა) და აახლებს ქართულენოვან “KAR.GE ინტერნეტ კატალოგს” (2016 წლიდან არსებობს და ვითარდება). 3 თვიანი პროექტი ა.წ. იანვარში დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. ეს ორი უპრეცედენტო გამოცემა გააერთიანებს ინფორმაციას 2018 წლის გამორჩეული ქართული 1) წარმოებების, 2) ბრენდების, 3) პროდუქციის, …

განაგრძე კითხვა »

“KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“. პროექტის შეჯამება.

"KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“. პროექტის შეჯამება.

ასეთი სირთულის პროექტი აქამდე არ აგვეწია … სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მეამაყება მოძრაობა KAR.GE-ს ეს მოკრძალებული, მაგრამ უაღრესად საპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელიც ხარისხიანი ქართული ნაწარმის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდას ისახავს მიზნად. რა? სად? როდის? 2017 წლის 6 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30, სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გამოცემული “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017”-ს პრეზენტაცია შედგა. KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017 პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური …

განაგრძე კითხვა »

LIVE ”KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017“ რეალურ სივრცეში საზოგადოებრივ არხზე

უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინო ზაუტაშვილს და რეალური სივრცის მთელ გუნდს მოწვევისა და ამ საქმისთვის ყურადღების დათმობისათვის. ხვალ, 6 აპრილს დიდი პრეზენტაცია გვაქვს. გაკეთდა სერიოზული საქმე და ჩვენ გვინდა მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. რა კატალოგი გაკეთდა? მოძრაობა KAR.GE-ს მიერ შექმნილი “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017” პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემაა, რომელშიც 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: KAR.GE კატალოგის ინგლისურენოვან ვერსიაზე მუშაობა იწყება

2016 წლის 29 მარტს შედგა KAR.GE კატალოგის ქართულენოვანი ონლაინ ვარიანტის პრეზენტაცია. მაშინ ვთქვით, რომ ჯერ დავხვეწთ ქართულენოვანს, შემდეგ გავაკეთებთ ინგლისურენოვანს და შემდეგ კი პირველ ბეჭდურ ვარიანტსაც გამოვუშვებდით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნიკორასა და კამპას, რომელთა დიდი მხარდაჭერითაც დიდი საქმე დავძარით. სწორედ ამ გაწეული ძალისხმევის გამო კატალოგში ამ მომენტში 37 კომპანიის 36 ბრენდის 206 პროდუქტია წარმოდგენილი, რომელთა პოპულარიზებას და მათკენ დამკვეთების …

განაგრძე კითხვა »

KAR.GE კატალოგი TV მაესტროზე საქმიან დილაში

KAR.GE კატალოგი TV მაესტროზე საქმიან დილაში

2014 წლის დეკემბერში, როცა მოძრაობა KAR.GE პირველ ნაბიჯებს დგამდა, საქართველოში ქართული პროდუქციას პოპულარიზებას მხოლოდ „აირჩიე ქართული“ უწევდა გამოფენა-გაყიდვების ორგანიზების გზით. უდიდესი შრომის შედეგად მოძრაობა KAR.GE-მ სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად 2015 წლის სექტემბერში ისეთი ხმაურიანი „ბომბი“ გააგდო, რომ ამან ქართული საქმისკენ მოულოდნელად დიდი ყურადღება მიიზიდა. შედეგად ამისა [შესაძლოა ეს დროის ძახილიც იყო, ვინ იცის] მედია პალიტრამ …

განაგრძე კითხვა »

15 ცოცხალი მიზეზი, თუ რატომ კეთდება KAR.GE კატალოგი სწორედ ეხლა

KAR.GE კატალოგი

რატომ ვქმნით KAR.GE კატალოგს სწორედ ეხლა? იმიტომ რომ გუშინ მობილურზე მიკავშირდება ერთი გადასარევი მოქალაქე, რომელმაც kar.ge-ზე ნახა ქართული LED ნათურის შესახებ ინფორმაცია და აინტერესებდა სად ეყიდა იგი. ცხადია კომპანიის საფირმო ობიექტის ინფორმაცია მივაწოდე. კაცი კმაყოფილი დარჩა; იმიტომ რომ 5 დღის წინ მობილურზე მიკავშირდება სავაჭრო მარკეტის მეპატრონე, რომელსაც აინტერესებს ქართული ფქვილის მწარმოებლების კონტატები, რომ დაუკავშირდეს და თავის მაღაზიაში შეიტანოს. სამწუხაროდ ვერაფრით …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: kar.ge კატალოგი

kar.ge კატალოგი

დაინტერესებულ ადამიანებს ხშირად უკითხავთ ჩემთვის: რა იწარმოება ქართული? ვინ არიან ქართველი მწარმოებლები? სად იყიდება ქართული პროდუქცია? როგორია მათი ხარისხი? როგორია მათი ფასი? დიდი ხნის მანძილზე ამ ინფორმაციის მოძიება ჩვენთვისაც პრობლემა იყო, მაგრამ უკვე დავალაგეთ და არცერთ შეკითხვის ავტორს უპასუხოდ არ ვტოვებთ ხოლმე. თუმცა დადგა რამე უკეთესის მოფიქრების დრო. და აი ისიც – kar.ge კატალოგი.   რატომ kar.ge კატალოგი? არაინფორმირებულობა – …

განაგრძე კითხვა »