ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: გამოწვევა

30daychallenge2020. რიგით მე-9. შეჯამება

2020 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით შედგა რიგით მეცხრე #30დღიანიგამოწვევა. გამოწვევის ფარგლებში KAR.GE-ს დამფუძნებელი ბნ. ტარიელ ზივზივაძე პირადად ყიდულობდა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და წარმოაჩენდა მათ KAR.GE-ს FB გვერდზე პოსტერების სახით. გამოწვევის ფარგლებში ჯამურად ყველა პოსტერზე [30] ჯამური Reach 1 მილიონს გადაცილდა (ორგანული). თითოეული დღის თითოეული პროდუქტის პოსტერი შეგიძლიათ იხილოთ აქვე: ჩაროალალის წვენი (ციტრუსი)ნიკორას სოსისიკოდას ქათამიმანქანის ფილტრიმულჩიგურიელის ჩაიკარალიოკისეპტერი (ჩემი ნაყიდი)დილა …

განაგრძე კითხვა »

ქართული ვაშლი, მანდარინი და მსხალი გამოწვევის 30-ე დღეს ალამაზებენ

ობიექტური რეალობიდან გამომდინარე (საახალწლო მზადებას ვგულისხმობ) გადავწყვიტე ქართული ვაშლი, მსხალი და მანდარინი გამხდარიყვნენ ჩვენი რიგით მეშვიდე 30 დღიანი გამოწვევის 30-ე დღის მშვენება. ქართული და კარგი რა თქმა უნდა! ჩემი დაკვირვებით საახალწლო სამზადისში საქართველოში დეკემბრის ბოლო დეკადაში მხოლოდ 200 მილიონი მაინც იხარჯება მილიონამდე ოჯახის მიერ. იმედს ვიტოვებ ჩვენი გამოწვევით ერთ ადამიანს მაინც შევუცვალეთ აზრი და ქართულისკენ მოვაბრუნეთ! ინფორმაციისათვის: 2018 წლის 1 …

განაგრძე კითხვა »

დააგემოვნეთ „ჩხორია“ – ადგილწარმოშობის შავი ჩაი სამეგრელოდან (გურიელის ჩაის ბაღები)

ჩხორია, სამეგრელო ადგილწარმოშობის შავი ჩაი ა.წ. მაისში, საიუბილეო გამოშვების პრეზენტაციაზე, “გურიელი“-ს დირექტორმა – ბნ. მიხეილ ჭკუასელმა საჯაროდ განაცხადა პროექტი – “გურიელის ჩაის ბაღები”-ს შესახებ. პირობა შესრულებულია! გამოვიდა 4 ადგილწარმოშობის ჩაი. დღეს, 30 დღიანი გამოწვევის 29-ე დღეს, მინდა ჩხორია წარმოგიდგინოთ. სახეობა – შავი ჩაი. გარეგანი სახე – თანაბარი, ერთგვაროვანი, კარგად ნაგრეხი. ნაყენის ფერი – ნათელი, გამჭირვალე. არომატი – ნაზი, ყვავილოვანი. გემო …

განაგრძე კითხვა »

დამდეგ 2019-ს ბეეევრი ტკბილეული უხდება :) გამოწვევის 28-ე დღე ბარამბოსია (Y)

შოკოლადები … კიდევ შოკოლადები … ფილა შოკოლადები … ბარამბინო შოკო კრემი … Discover Batumi … გამოწვევის 28-ე დღე ბარამბოსია! ტკბილად შეხვედროდეთ დამდეგ 2019-ს! ინფორმაციისათვის: 2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ …

განაგრძე კითხვა »

„დემა“-ს ნატურალური ხელნაკეთი საპონი გამოწვევის 27-ე დღის მშვენებაა

PSP-ს ფილიალში შევიძინე, გლდანში 8 ლარი ღირს და ნამდვილად ღირს, ვინც ნატურალური საპნების ფასი იცის! ქართული ნატურალური სამკურნალო საპონი “დემა” უძველესი ქართული ოჯახური ტრადიციით დმანისის ალპურ ზონაში შეგროვებული მცენარეებისაგან მზადდება. დამფუძნებელმა, პროფესიით პედაგოგმა – ქ-ნმა მაია დევნოზაშვილმა წინაპრების ტრადიცია აღადგინა და “აწარმოე საქართველოში”-ს გრანტის მეშვეობით ახალ დონეზე აიყვანა. დღეს სტარტაპი 17 სახეობის ნატურალურ სამკურნალო საპონს აწარმოებს და საქართველოს მასშტაბით სარეალიზაციო …

განაგრძე კითხვა »

თან საჩუქარი თამაშდება :) „ფარკონი“-ს გვირილას ყვავილი, მუხის ქერქი და სინამაქის ფოთოლი გამოწვევის 26-ე დღეს ვიყიდე

გვირილას ყვავილი … მუხის ქერქი … სინამაქის ფოთოლი … ესენი მხოლოდ სამი წარმომადგენელია “ფარკონი”-ს პარასამკურნალო მცენარეული საშუალებების სერიიდან, რომელიც დღეს თბილისში, ჩუბინაშვილის 2-ში შევიძინე PSP-ს აფთიაქში. ფასები: 2.1, 1.23 და 1,57 ლარი შესაბამისად. ვინც არ იცით, სასმელის დაყენების ინსტრუქციები ნახეთ კომპანიის გვერდზე: გვირილას ყვავილის, მუხის ქერქის, სინამაქის ფოთლის. იქვე ნახეთ პარასამკურნალო მცენარეების სრული სია და დეტალური ინფორმაცია. და რაც მთავარია, …

განაგრძე კითხვა »

“ბიოსიო”-ს ნატურალური საპონი – “ნარინჯის ელფერი” გამოწვევის 25-ე დღის პროდუქტია

დღეს,  ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში „გალერია თბილისი“-ში მდებარე PSP-ში „ბიოსიო“-ს ნატურალური საპონი – „ნარინჯის ელფერი“ ვიყიდე 5 ლარად. შპს “ბიოსიო” საქართველოში ნატურალური კოსმეტიკას 2017 წლიდან აწარმოებს. კომპანიის პროდუქცია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება, რომლებიც კანს ალამაზებს და აჯანსაღებს, სძენს მას სიგლუვესა და სიმკვრივეს. კომპანია მუშაობს იმისათვის, რომ მომხმარებელს მიაწოდოთ სრულიად ნატურალური პროდუქცია და კანი გააჯეროს ისეთი აუცილებელი ვიტამინებით, რომლებიც ახალგაზრდულ იერს …

განაგრძე კითხვა »

„გერმანელი ყასაბი“-ს მოხარშულ-შებოლილი უგემრიელესი ბავარიული გამოწვევის 24-ე დღის პროდუქტია

უგემრიელესი მოხარშულ-შებოლილი ბავარიული ვიყიდე დღეს გლდანში, უნივერსამში მწარმოებელი – „გერმანელი ყასაბი“ არ მოგერიდოთ, იყიდეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით! ISO:22000 სერტიფიცირებული შპს “გერმანელი ყასაბი 2010” ქართველი და უცხოელი ტექნოლოგების მიერ 2010 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც 20-ზე მეტი დასახელების 100%-ით ნატურალური უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებით ამარაგებს მთელს საქართველოს. ასორტიმენტშია მოხარშული, შებოლილი და ნახევრადშებოლილი ნაწარმი, ასევე სოსისები და შაშხები. ინფორმაციისათვის: 2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 …

განაგრძე კითხვა »

ჩვენი ბროწეული გამოწვევის 23-ე დღის პროდუქტია

ნექტარების და წვენების ბიზნესში უმძაფრესი კონკურენციაა გგონიათ ქართულსა და უცხოურს შორის? არა! ქსელებს შორის … გაგიკვირდათ? დიახ! ქსელებს შორის! სავაჭრო ქსელებს შორის! მათ შორის კონკურენციას ეწირება პირველ რიგში მწარმოებლის მოგება, რომელსაც სულ თხოვენ რომ ფასი შეამციროს. ვისაც გაინტერესებთ, მერე აგიხსნით … 2,95-ად ვიყიდე ჩვენი ბროწეული და უცებ გაქრა 🙂 წარმატებები ყველა ადგილობრივ მწარმოებელს! ინფორმაციისათვის: 2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, …

განაგრძე კითხვა »

კახური ზეთი „სიღნაღი“ ჩვენი 22-ე დღის პროდუქტია

კახური ზეთი „სიღნაღი“ უკვე თითქმის 3 წელია რაც ბაზარზეა ცოტა იწარმოება ამიტოამც ქსელში თითქმის ვერ შეხვდებით სამაგიეროთ აშშ-ში გადის ექსპორტზე სტაბილურად და ესეც 2 წლის წინ ჩვენი დამსახურებით მოხდა მოძრაობა KAR.GE-ზე პროდუქტის წარმოჩენის შედეგად მოხდა ექსპორტიორის და მწარმოებლის დაკავშირება საბედნიეროდ საქმე წინ კარგად მიდის ეს ბოთლი 5,6 ლარად ვიყიდე იაფი არ არის, მაგრამ ვინც მისი ფასი იცის, ღირს! ინფორმაციისათვის: 2018 …

განაგრძე კითხვა »