ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: ექსპორტი

1 ლარით გაბრწყინებული იბერია …

იბერია

რაოდენ მომხიბლავიც არ უნდა იყოს კარგი ქართული საქმის კეთების იდეა, რაც არ უნდა ყიდულობდე მხოლოდ ქართული წარმოების პროდუქციას, მაინც გინდა ადამიანს საერთო საქმეში შენი წვლილის რიცხვებში დანახვა. ამიტომაც დღეს გადავწყვიტე შენ, რაციონალურად მოაზროვნე მყიდველს ციფრებში დაგანახო “რა სარგებლობა მოაქვს მამალს” (და რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რეალურად მიღწევადია). დავუშვათ ხელში გიჭირავს 1 ლარი და გინდა გადაწყვიტო ქართულ პროდუქტში დახარჯო თუ იმპორტირებულში; …

განაგრძე კითხვა »

მითი #3: ევროკავშირთან ასოცირება საზიანოა ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის?

მითები & ევროკავშირი

ეკონომიკის სტიმულირებისათვის აუცილებელია ახალი ბაზრების მოძიება, ან არსებული ბაზრის გაფართოება. ამჟამად საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზრებია დსთ-ს ქვეყნები, თუმცა დღეისათვის არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ბაზრები მეტად მყიფე და სარისკოა. მით უფრო ნაკლებია მათი გაზრდის და განვითარების შესაძლებლობა. ევროკავშირის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ის საშუალებაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს საქართველომ ეკონომიკის მასშტაბის გასაფართოებლად. მით უფრო, რომ ევროკავშირში …

განაგრძე კითხვა »

იაპონია – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

იაპონია

იაპონია … … რას ვერჩოდი ხომ ამ ქვეყანას? რა ბევრი იაპონური კი იყიდება ჩვენთან. როგორც ხედავთ არც თუ ისე ცოტა. 2014 წელს მარტო იაპონიისგან ვართ 364 მილიონი აშშ დოლარით „მოწველილი“. იაპონიისგან მიღებული ეს „ტექნიკური“ იპონი ალბათ ტექნიკის და მანქანების შემოტანის დამსახურება უფრო იქნება. თუმცა უნდა ვაღიაროთ: ამ იმპორტის უდიდეს ნაწილს ჩვენ ალბათ ვერ ჩავანაცვლებთ. ჩვენ არ/ვერ ვაწარმოებთ ტექნიკას, მანქანებს და …

განაგრძე კითხვა »

თურქეთი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

თურქეთი

თურქეთი … … 2014 წელს მარტო ერთ ქვეყნის მიერ 1 მილიარდ 488 მილიონი აშშ დოლარით „მოწველილი“ საქართველო და თურქეთი. წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ ეს თქვენს ჯიბეს უკვე როგორ დააკლდა? გაიქეცით და ისევ 868 და 869 შტროხ კოდის მქონე პროდუქტები იყიდეთ ისევ. საქართველოს გაბრწყინება კი სადღეგრძელოებში არ დაგავიწყდეთ, სადღეგრძელოებში … მწარე სიმართლე იცით რა არის? ეს 1,488,000,000 [1.488 მილიარდი] აშშ დოლარის …

განაგრძე კითხვა »

აზერბაიჯანი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი … … ქვეყანა, რომელიც საქართველოსთან ერთად კავკასიაში „ამინდს“ ქმნის. მიუხედავად ყველაფრისა მხოლოდ 93 მილიონით ვართ მინუსში. თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ ეს 93 მილიონი აშშ დოლარის ქართული წარმოების პროდუქციაში რომ დაეხარჯა საქართველოს მოსახლეობას, ეს ქვეყანაში დამატებით დაახლოებით 400 მილიონამდე აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა! დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს! მონაცემების წყაროა …

განაგრძე კითხვა »

ჩინეთი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

ჩინეთი

ჩინეთი … … სახელმწიფო, რომლის ვალი აქვს ყველას! ნახევარი მსოფლიო, თუ მთელი არა ჩინეთზე მუშაობს. ქვეყანა, რომელიც მგლური ნაბიჯით მიწევს წინ … ქვეყანა, რომელიც გწველის, მაგრამ ისე გწველის, რომ თან „გსიამოვნებს“. აი რას ვგულისხმობ: 2014 წლის 3-ე კვარტალში 149 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გაკეთდა ჩინეთიდან. ეს ინვესტიცია ოლიმპიური სოფელში ჩაიდო. გგონიათ ამან 1 სამუშაო ადგილი მაინც შექმნა? ჭკვიანია ჩინელი … …

განაგრძე კითხვა »

რუსეთი – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

რუსეთი

რუსეთი … … ჩვენი მტერი სახელმწიფო, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 20% აქვს ოკუპირებული, თუმცა ერთ-ერთი სერიოზული სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. 2014 წელს მასთან მინუსში ვართ 203,000,000 აშშ დოლარით. დათვლილი მაქვს: რუსულ პროდუქტში შენს მიერ ყოველი გადახდილი 3 ლარი, უკრაინაში გასროლილ ერთ ტყვიას აფინანსებს! ეს 203 მილიონი ქართული წარმოების პროდუქციაში რომ დაეხარჯა საქართველოს მოსახლეობას, ეს ქვეყანაში დამატებით დაახლოებით 800 მილიონის აშშ დოლარის …

განაგრძე კითხვა »

უკრაინა – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი

უკრაინა

უკრაინა … … ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ერთ-ერთი სერიოზული სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა. 2014 წელს მასთან მინუსში ვართ 406,000,000 აშშ დოლარით. ეს 406 მილიონი ქართული წარმოების პროდუქციაში რომ დაეხარჯა საქართველოს მოსახლეობას, ეს ქვეყანაში დამატებით დაახლოებით 1,2 მილიარდ აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა და საქართველოს წინ წასწევდა! დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს! მონაცემების წყაროა – http://geostat.ge  

განაგრძე კითხვა »