ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: გამოწვევა

სერველადი მითანასაგან – დღე #29, 30 დღიანი გამოწვევა

მითანა

ეს დიდებული კალათა მითანას 26-27 სექტემბერს ჰქონდა წარმოდგენილი. იმდენად ეფექტური სურათია, რომ უარი ვერ ვუთხარი ამ გამოწვევის სტატიის მთავარი სურათის პოზიციაზე. ჩემი ნაყიდი და გადაღებული სურათი კი აქვეა, მოკრძალებულად, ქვემოთ … სერველადი არ მეგულება ხორციმჭამელი რომელსაც ძეხვი არ უყვარს. სერველადი ძეხვების მეფედ თუ არ ჩაითვლება, ძეხვეულის ოჯახში თავისი ადგილი ნამდვილად ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მაინც უჭირავს. მწარმოებელია მითანა, რომელიც ჩვენს მიერ …

განაგრძე კითხვა »

კარაქი „ნაგემი“ – დღე #25, 30 დღიანი გამოწვევა

კარაქი ნაგემი

დღეს ჩვენი ერთობლივი გამოწვევის 25-ე დღეა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მომენტამდე მოგვყვება. ამ საღამოს 22:00-ზე, იმ დროს როცა ჩვეულებრივ 30 დღიანი გამოწვევის სტატიას ვაქვეყნებ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ვიქნები, სადაც ქ-ნი ნინო ზაუტაშვილის მიერ ქართული პროდუქტების და ქართული წარმოების თემაზე გაკეთებული საათნახევრიანი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ვარ. ჰოდა ერთი კარგი საქმის გამო მეორე კარგი საქმე რომ არ დაზარალდეს ამ პოსტს …

განაგრძე კითხვა »

Delicato, ქეითერინგი – დღე #24, 30 დღიანი გამოწვევა

delicato (ქეითერინგი)

ოფისების კვება, ლანჩი, coffee break, ფურშეტის ორგანიზება ან ქეითერინგ მომსახურება ადვილი საქმე არ არის. რაც არ უნდა გამოცდილი ორგანიზატორი იყოთ მაინც საჭიროა გვერდში მდგომი კომპანია, რომელსაც დაეყრდნობი და რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება და სადაც ხარისხი ფასზე მაღალია. სწორედ ერთი ასეთი კომპანია გვინდა დღეს წარმოგიდგინოთ. Delicato საკვების მიმართ მე პირადად სერიოზული მოთხოვნები მაქვს – იგი ჩემს 5-ვე …

განაგრძე კითხვა »

წყალტუბოს სიროფი – უმაგრესი პროდუქტი აღმოვაჩინე. დღე #16, 30 დღიანი გამოწვევა

წყალტუბოს სიროფი

დიდი მადლობა შენ, რომ ამას კითხულობ. სწორედ ამის გამოა, რომ 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვა კარგად მომზადდა, სწორედ მაგიტომაა, რომ 30 დღიანი გამოწვევა წარმატებით მიდის და სწორედ ამ „ხმაურის“ კიდევ ერთი შედეგია ის აღმოჩენა, რომელიც მე დღეს გავაკეთე. გავიცანი ახალი ბრენდი – წყალტუბოს სიროფი. არა მხოლოდ გავიცანი, არამედ მწარმოებელი გაცნობისთანავე სრულფასოვნად ერთვება ჩვენს ერთობლივ ფერხულში. წყალტუბოს სიროფი ეს არის სიროფი, რომლის შემადგენლობაშია …

განაგრძე კითხვა »

MyVideo TV Box – დღე #14, 30 დღიანი გამოწვევა

MyVideo TV Box

2 კვირა შესრულდა 30 დღიანი გამოწვევის დაწყებიდან. უკვე აშკარად იგრძნობა, რომ უჭირთ მონაწილეებს. უჭირთ სისტემატურად ყველაზე მარტივი ქმედების შესრულებაც კი და აქ არაფერი გაგიკვირდეთ. ასეთი პროცესია და ეს მოსალოდნელიც იყო. მე სხვა რამ უფრო მაინტერესებს: რამდენი შემორჩება ბოლომდე? რამდენი არ დაყრის ფარ-ხმალს და ბოლომდე შეასრულებს 30-ვე დღეს? მე კიდევ ერთი რამ მაწუხებს კიდევ … ის, რომ გინდა-არგინდა მაინც უმეტესად საკვების შესყიდვა …

განაგრძე კითხვა »

Delicato, აჭარული ხაჭაპური – დღე #13, 30 დღიანი გამოწვევა

Delicato

დღეს, კვირას, მამის „საპატიო“ მოვალეობების შესრულება მომიწია და ჩემი უფროსი გოგო მათემატიკის ტურის ფინალში მონაწილეობისათვის [ევერესტი] მაღლივ კორპუსთან მდებარე ბიბლიოთეკაში მივიყვანე. საათნახევარი უნდა დავლოდებოდი. ჰოდა ვიფიქრე იქვე ყიფშიძეზე გავლა, Lounge BAR Delicato-ში სტუმრობა და რამე გემრიელის შეძენა. ასე და ამგვარად აჭარული ხაჭაპური შევიძინე და ადგილზე გავიცანი მრავალფეროვანი ლანჩ მენიუებისა და ქეითერინგული მომსახურების 10 წლიანი გამოცდილებით ცნობილი კომპანია. Delicato კომპანია უკვე …

განაგრძე კითხვა »

ყავა ჩერი – დღე #12, 30 დღიანი გამოწვევა

ყავის ეს ქართული ბრენდი სულ ახლახან გამოჩნდა, მაგრამ მისი ყიდვა პრაქტიკულად ყველგან შეიძლება. ეს 50 გრამიანი “ნატიფი” ყავის პაკეტი 1 ლარად შევიძინე. ვაღიარებ: ყავის დიდი გურმანი არ ვარ, მაგრამ კარგ ყავას ვაფასებ და აშკარაა, რომ ეს კარგი ყავაა! ყავა ჩერი ნახეთ ვებსაიტი და ნახეთ Facebook გვერდი. შემდეგ თქვენს უახლოეს სუპერმარკეტს ეწვიეთ და ჩერი მოიკითხეთ, იყიდეთ, კარგად მოადუღეთ, დატკბით განუმეორებელი გემოთი და …

განაგრძე კითხვა »

საირმე – დღე #11, 30 დღიანი გამოწვევა

საირმე

დღეს მიუხედავად იმისა რომ ბევრი ვეცადე, ჩემს მიერ ნაყიდ საირმეს ბოთლს წესიერი სურათი მაინც ვერ გადავუღე. თან სტატია ადრე უნდა დამეწერა, თორემ ვერ მოვასწრებდი საღამოს. იქ, სადაც ვიყავი, უკეთესი ფოტოს გადასაღები სიტუაცია არ იყო. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ნაცოდვილარი ფოტო აქ გიჩვენოთ მოკრძალებულად, სტატიის მთავარ სურათად კი 26-27 სექტემბერს გამოფენა-გაყიდვაზე პროფესიონალი ფოტოგრაფის – ანა ეჯიბიას, ჩვენი მეგობრის მიერ გადაღებული ფოტო გამოვიყენო. საირმე             …

განაგრძე კითხვა »

ბებოს ლავაში – დღე #10, 30 დღიანი გამოწვევა

ბებოს ლავაში

დღეს საღამოს ძალიან მაგარი ღია ლექცია მქონდა SEU-ში, რა თქმა უნდა ქართულ და კარგ თემაზე. ისე კარგად შევუყევით მსჯელობა-განხილვებს, რომ დრო აშკარად გამექცა. თუმცა მან ხელი ვერ შემიშალა ბებოს ლავაშის ყიდვაში, რომელიც 1,25 ლარად ვიყიდე. ეს თეთრი ვარიანტია. სიმართლე გითხრათ უფრო მინდოდა რუხის ყიდვა, მაგრამ არ ჰქონდათ, მე კი ამ პოსტის დაწერა რომ არ დამეგვიანებინა იძულებული გავხდი თეთრი ლავაშით დავკმაყოფილებულიყავი. …

განაგრძე კითხვა »

ჩვენებური, ნახევარფაბრიკატები – დღე #9, 30 დღიანი გამოწვევა

ჩვენებური

Facebook-ზე ჯგუფი გვაქვს – კლუბი 486, დახურული ჯგუფი, სადაც ვიწრო წრეში ვიხილავთ სხვადასხვა კარგ ქართულ იდეებს. დაახლოებით 40-მდე ვართ იქ [თუ გამოწვევაში მონაწილეობთ, შემოგვიერთდით იქ]. ჰოდა რამოდენიმე დღის ჩვენი გუნდის წევრი ზურა მურაკაშვილი იქვე წერს კონტაქტს …  ჩვენებურები არიან, ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ, გამოფენა-გაყიდვაში ჩართვა აინტერესებთ და დაუკავშირდიო. მეც გავარკვიე ვისთან და რასთან მქონდა საქმე და აღმოჩნდა, რომ ეს ის ბრენდია, …

განაგრძე კითხვა »