ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

Tag Archives: აშშ

12 საინტერესო ფაქტი აშშ-ში მცირე ბიზნესის შესახებ

მცირე ბიზნესი

12 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ აშშ-ში მცირე ბიზნესის შესახებ: აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაცის განსაზღვრებით მცირე ბიზნესი ის ბიზნესია, რომელშიც 500-ზე ნაკლები დასაქმებული მუშაობს; სულ აშშ-ში 28 მილიონზე მეტი მცირე ბიზნესის სტატუსის მატარებელი ორგანიზაციაა; მცირე ბიზნესების 70%-ზე მეტს ფლობს და მართავს ერთი ადამიანი, ანუ ის თვითდასაქმებულია; აქტიური მოსახლეობის 50%-ზე მეტი მცირე ბიზნესშია დასაქმებული. ეს 120 მილიონზე მეტი ადამიანია; მცირე ბიზნესმა 1995 …

განაგრძე კითხვა »

1-7 მაისი, National Small Business Week აშშ-ში

National Small Business Week

28 მილიონი მცირე ბიზნესი – სწორედ ესაა აშშ-ს სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი, რომელიც ყოველი 3 ახალი სამუშაო ადგილიდან 2-ს ქმნის, 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით კი 4 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ყოველი მეორე ამერიკელი ან ფლობს მცირე ბიზნესს ან მცირე ბიზნესშია დასაქმებული. შესაბამისად ამ სექტორის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკული საზოგადოებისათვის. სწორედ ამიტომ 1-7 მაისის პერიოდში აშშ-ში მცირე ბიზნესის ეროვნული …

განაგრძე კითხვა »

ქინძმარაული, ხვანჭკარა, ალაზნის ველი New Jersey-დან. ქართულია კი?

ქინძმარაული, ხვანჭკარა, ალაზნის ველი

კარგია, როცა ქართულ ბრენდებს უცხოეთის დახლებზე ხედავ, მაგრამ მთლად კარგი ვერაა, როცა ვერ ხვდები მართლა საქართველოდანაა გატანილი თუ არა. დიდი მადლობა ბნ. როინ როინიშვილს ამ ფოტოების მოწოდებისათვის. ბნ. როინი აშშ-ში ცხოვრობს და ეს ფოტოებიც იქედანაა, კონკრეტულად კი New Jersey-ს ქალაქ Clifton-დან. „თქვენ გვერდზე ვხედავ ხოლმე ასეთ გადაღებულ სურათებს და მაგიტო გიგზავნით იქნებ ჭეშმარიტების პოვნაში დაგვეხმაროს. მე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოდან …

განაგრძე კითხვა »

უნიკალური ისტორიული ფოტოები

უნიკალური ისტორიული ფოტოები

ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ გაასაჯაროა George Kennan-ის [1845-1924] მიერ თავმოყრილი ფოტოალბომი [ყველა ფოტო მისი გადაღებული არ ჩანს], რომელიც ამ ადამიანმა ზოგი გადაიღო ზოგი კი შეკრიბა მისი კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის შედეგად 19 საუკუნის ბოლოს. ყველა ფოტო [400-მდე] შეგიძლიათ ნახოთ აქ, ბიბლიოთეკის მიერ შექმნილ ვებსაიტზე. აქ კი მხოლოდ რამოდენიმე ჩმოვტვირთე, რომ თვალმა გაიხაროს …

განაგრძე კითხვა »

ხოხბის ცრემლები – აშშ, Overland Park, Kansas

ხოხბის ცრემლები

წარმოიდგინეთ … მოგზაურობ აშშ-ში, მოხვდი კანზასის შტატის ქალაქ ოვერლანდ პარკში, შედიხარ სუპერმარკეტში და … დახლზე შემოგეფეთება ქართული ღვინო, რომლის დიდი ნაწილიც უკვე გაყიდულია … თან რა ღვინო – ხოხბის ცრემლები … ისეთი სახელი აქვს დალევა რომ უკვე მოგინდება, ალბათ უზომოდ დალევაც  … ალბათ განსაკუთრებული შეგრძნება უნდა იყოს … დიდი მადლობა ბნ. პაატა მამისაშვილს, რომელმაც მოგზაურობისას ეს ფოტოები ტელეფონით გადაიღო და …

განაგრძე კითხვა »

გაიცანით KARGIGOGO … ქართული კუთხე აშშ-ში …

kargigogo

საქართველოში 2010 -ში ჩამოვიდნენ … და Peace Corps-ში მუშაობდნენ … შემდეგ კიდევ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში … ეხმარებოდნენ ახალგაზრდა ორგანიზაციებს ფეხზე დადგომაში … მაგრამ როგორც ჩანს იმდენ სუფრაზე იყვნენ, იმდენი დაალევინეს, ისე მოხიბლეს, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისთანავე წრაფი კვების ბრენდი – KARGIGOGO დააფუძნეს. მათი სახელებია Sean და McKinze. ჰოდა აიტაცა მედიამ, აქეთ გაზეთები, იქეთ გამოფენები, ფესტივალები … უცებ გაიცნო პორტლენდის გურმანთა …

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ! ფილადელფია, აშშ და ქართული პროდუქტები დახლზე

ქართული პროდუქტები

დღეს ერთ-ერთი ანგარიში ვნახე, სადაც მსოფლიო მასშტაბით შეფასებული იყო საქართველოს განათლების სისტემა 15 წლის ახალგაზრდების უნარების მიხედვით. კვლევა სპეციალურად ჩაატარეს, რომ მოახდინონ მომავალი განვითარების პროგნოზირება მსოფლიოში. და საქართველოს “საპატიო” 59-ე ადგილი ეჭირა, მყარი პოზიცია უპერსპექტივოთა შორის … დაივიწყეთ ყოველგვარი განათლება და შესაბამისად ქვეყნის განვითარება თუ ქართული პროდუქტები არ დაფასდა მინიმუმ საქართველოს მოსახლეობის მიერ. ქართული უნდა ვიყიდოთ! ქართული უნდა ექსპორტზე გავიტანოთ …

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ! ნიუ-იორკში georgia’s Natural-ის მურაბები იყიდება

kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს. დღეს კომპანია – georgia’s Natural -ის ამერიკულ დახლზე არსებობის უტყუარ დადასტურებას წარმოგიდგენთ. ამ მომენტში ხათუნასგან მურაბების სურათი მივიღე. აი ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე! იამაყეთ ქართულით!   ჩვენ კიდევ გვაქვს ბლომად მიღებული …

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ! ნიუ-იორკში Golden Fleece-ის პროდუქცია იყიდება

NY

ჩემო კარგებო, kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ კომპანიას – MTSKHETA FOOD COMPANY, რომელიც პროდუქციას მცხეთის რაიონის სოფელ ნავაზარში აწარმოებს, მაგრამ ნიუ იორკში კი ყიდის. სურათების მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს. უცნაურია, მაგრამ კომპანიის ინტერნეტ საიტი ვერ აღმოვაჩინე. ეტიკეტზედ კი gmail მისამართი აქვთ მითითებული. ტყემალი აჯიკა …

განაგრძე კითხვა »

აშშ – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014

აშშ

აშშ … 2014 წლის იმპორტის [287 მილიონი] და ექსპორტის [207 მილიონი] მონაცემები რომ ვნახე არ დაგიმალავთ და გამიკვირდა ამოდენა ექსპორტი რომ გვქონია აშშ-ში. ყოჩაღ ჩვენს პარტნიორს! ექსპორტში ლომის წილი ფეროშენადნობებს აქვთ. არც თუ ისე ცოტაა წყლების/წვენების წილი. სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიციალურ მონაცემთა ბაზებში ძალიან უნდა იწვალო, რომ რამე გაარკვიო და ერთიანი დასკვნა გააკეთო.   დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს! მონაცემების წყაროა – http://geostat.ge

განაგრძე კითხვა »