ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა

რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა

თუ რესტორნის გაკეთება გადაწყვიტეთ ორიდან ერთი შედეგი გექნებათ: ან გააკეთებთ ჭკვიანურად და “მოჭრით” ფულს, ან ეს იქნება სრული კატასტროფა! ამიტომ რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა ყველა შემთხვევაში მოგიწევთ და ყველაზე რთული გამოწვევა აქ არის დიფერენცირება!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

2019 წელს 9,4+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში (გახსოვთ რა დრო იყო?).

2019 წლის ჩათვლით ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ქვეყანაში წამყვანი დარგი გახდა მინიმუმ 250,000 დასაქმებულით და 3,5 მილიარდი USD ქვეყანაში ინექციით.

2020 წელს პანდემიის გამო ტურიზმი თითქმის 20-ჯერ შემცირდა. რამდენიმე ეტაპიანი ლოქდაუნის გამო სარესტორნო ბიზნესი ძალიან დაზარალდა. ბევრი დაიხურა.

თუმცა 2021 25-30%-მდე აღდგა, და იმედია 2022 წელი უკეთესი იქნება და ბიზნესიც დაიწყებს გუგუნს. ტურისტებს, ისევე როგორც ჩვენ, ადგილობრივ მოსახლეობას გვჭირდება კვება.

ოღონდ უნდა გესმოდეთ, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორი მათ შორისაა, რომელიც არაპროფესიონალებს არა მხოლოდ ვერ იტანს, არამედ საკმაოდ ეფექტურად “ინელებს”.

1. ერთი მარტივად სათქმელი წესია, რომლის გაკეთება პრაქტიკაში არის ძალიან რთული: განესხვავე ან მოკვდი!

თქვენი ბრენდული კონცეფცია არის აქ ღერძი … არ ხარ გამორჩეული?

ე.ი. არ ხარ!

ანუ, რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა საჭირო დაიწყოთ რესტორნის ბრენდის კონცეფციის მოფიქრებით, შემდეგი საქმე კი მისი “რეალიზაცია” იქნება.

საქართველოში საბედნიეროდ ბევრი ადამიანია, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

ეს სფერო ფასობს, თიბისის დაჯილდოვებაც ყოველწლიურად გამოარჩევს რესტორანს, რომელიც მართლაც განსაკუთრებულია ბრენდ კონცეფციით და შემდეგ კი მისი ისეთი პრაქტიკული რეალიზაციით, რომელიც თანამედროვეობას შეესაბამება.

მოკლედ, დაიწყეთ ბრენდ კონცეფციით!

2. რაც არ უნდა კარგად დაგეგმო, საქმეს რომ დაიწყებთ “საოცრებები მოხდება”

დაგეგმვა კარგია თემის გააზრებისთვის. რესტორნის ბიზნეს გეგმის შედგენისას სწორედ დაგეგმარების პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თავად გეგმა.

ვინაიდან როცა მუშაობას დაიწყებ მიხვდები, რომ სტუმარი / კლიენტი გკარნახობს უკვე და პირველივე წლის შემდეგ შეიძლება მიხვდება, რომ ბევრი რამ ვერ გათვალე.

ამ პრობლემის დაბალანსება თავიდანვე გამოცდილი რესტორატორის ჩართვით შეგიძლიათ, რომ თავიდანვე გქონდეთ გამოკვეთილი განვითარების რამდენიმე მიმართულება.

3. გექნეთ რამე განსაკუთრებული კერძი

ბოლო წლებში საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა შეფობა, მზარეულობა. ამას პირველ არხზე არსებულმა შოუმ შეუწყო ხელი პირველ რიგში.

ჰოდა, გექნეთ რამე “საფირმო”.

ოღონდ მართლა რაღაც ისეთი განსაკუთრებული, რომლის დაკოპირება სხვებს გაუჭირდებათ.

სარესტორნო სფერო მე პირადად ძალიან აუთვისებელი სფერო მგონია და მჯერა, რომ აქ შესაძლებლობები დიდია ნებისმიერი შემოქმედებითად მოაზროვნესთვის.

და ბოლო რჩევის სახით,

2020 წლის დეკემბერში და შემდეგ 2022 წელს “აწარმოე საქართველოში” მიკროგრანტების პროექტისთვის მომიწია რამდენიმე რესტორნის ბიზნეს გეგმის დაწერა.

გაითვალისწინეთ რომ ბიზნეს გეგმას დაურთოთ აბსოლუტურად ყველა დანართი რაც კი შესაძლებელია, დაწყებული რეცეპტებიდან დამთავრებული საყიდელი ინვენტარის (უკანასკნელი ჩანგლების კომპლექტის ჩათვლით) ინვოისებით და ფოტოებით.

შეიძლება ბიზნეს გეგმა სადაც გჭირდებათ იგი არ გთხოვდეთ ამ დონის დეტალიზაციას, მაგრამ ეს თქვენ გჭირდებათ, რომ სადმე ხარჯებში არ გაიჭედოთ ამ გაჭენებული ლარის და არასტაბილური წლიდან გამომდინარე.

კიდევ ერთს დავამატებ,

ჰო, პანდემიის წელი იყო 2020-2021? და 2022-იც ხომ არ იქნება დიდი მისწრება?

მიუხედავად ამისა სწორედ ახლაა ამ ბიზნესში ინვესტირებისა და ასე ვთქვათ მზადების დრო.

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია)!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: