ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > Pig Max – უმაღლესი ხარისხის მზა საკვები ღორისთვის

Pig Max – უმაღლესი ხარისხის მზა საკვები ღორისთვის

ლ. ღოღობერიძის 67ბ, თბილისი, საქართველო
+ 995 32 230 53 35
info@nutrimax.ge
http://nutrimax.ge
FB / ნუტრიმაქსი

ISO 22000 სერტიფიკატის მფლობელი კომპანია „ნუტრიმაქსი“ 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე. მისი დანიშნულებაა საშუალო და მცირე ფერმერთა ცხოველებისა და ფრინველების უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის საკვებით, მისი დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით. „ნუტრიმაქსის“ მომხმარებლები არიან საქართველოს მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერები. მათ წარმატებულ საქმიანობაზე ზრუნვა კომპანიის მთავარი ამოცანაა.

ნუტრიმაქსი გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით წარმოებულ ღორის მზა კომბინირებულ საკვებს Pig Max-ს.

Pig Max არის მზა კომბინირებული საკვები, რომელიც მორგებულია სპეციალურად ღორის წონასა და კონკრეტულ ასაკს და წარმოდგენილია შემდეგი ფაზების მიხედვით:

Pig max მაკე ღორი
Pig max დედა ღორი
Pig max სტარტი (12-25 კგ)
Pig max გროუერი (25-65 კგ)
Pig max ფინიში (65-110 კგ)
Pig max უნივერსალი

Pig Max გათვლილია ღორის კონკრეტულ წონაზე, ასაკზე და მდგომარეობაზე. Pig Max მეშვეობით გექნებათ გამოზრდის ნაკლები დანახარჯები, რადგან 5 თვის განმავლობაში ძუძუს ასხლეტილი გოჭი აღწევს 110კგ ცოცხალ წონას და ამ პერიოდის განმავლობაში მოიხმარს სულ რაღაც 260კგ-მდე Pig Max-ის მზა საკვებს;

Pig Max ხელს უწყობს ღორის მაქსიმალურ წონამატს:

საკვების სახეობა საკვების რაოდენობა (კგ) მიღებული ფაქტიური წონა (კგ)
პიგივინი – გოჭის პრესტარტერი (28-ე დღიდან) 5 10-12
Pig Max სტარტი (12-25 კგ) 25 25
Pig Max გროუერი (25-65 კგ) 80 65
Pig Max ფინიში (65-110 კგ) 150 100-110

გამოყენებული ინგრედიენტები:

Trouw Nutrition-ის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის Maxcare პრემიქსი, სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ქერი, მზესუმზირის შროტი, მცენარეული ზეთი და სხვა მცენარეული წარმოშობის ნედლეული, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობით.

შენახვის ვადა: დამზადებიდან 5 თვე (შენახვის წესების დაცვის შემთხვევაში).
შენახვის წესი: მშრალი, გრილი და მზისგან დაცული ადგილი.
შეფუთვა: 25კგ ლამინირებული პოლიპროპილენის ტომარა.