ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პანე

პანე

მ. ქავთარაძის 11, თბილისი 0180, საქართველო
+ 995 32 269 55 50
contact@nikora.ge
http://nikora.ge
FB / ნიკორა

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, სწორედ “ნიკორა” გახლავთ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა. დღეს „ნიკორა“ დაახლოებით 275 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს, 6000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს.

ამასთანავე, “ნიკორა” ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს და როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს.

კომპანია იმპორტის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ფერმერული მეურნეობების არარსებობის პირობებში, საკუთარი წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მსოფლიოს ავტორიტეტული ქარხნებიდან შემოაქვს.

„მზარეული 1“-ის საცხობი „ნიკორა“-ს ჰოლდინგში 2008 წელს გაერთიანდა. საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს, კომპანია ერთ-ერთ წარმატებულ ბრენდად ითვლება.

2019 წლის მაისში მოხდა რებრენდინგი, შეიცვალა: ბრენდის დასახელება, ლოგო, შეფუთვების დიზაინი და ამ ეტაპზე ბაზარზე წარმოდგენილი როგორც „პანე“.

ბრენდის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს შინაურული (სახლური) გემო, სტაბილური, უცვლელი ხარისხი, გამორჩეული შეფუთვა, ფართო ასორტიმენტი და ხელმისაწვდომი ფასი.

პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რომელიც ავსტრიის, ბელგიის, ჰოლანდიის, თურქეთისა და რუსეთის ავტორიტეტულ ქარხნებშია დამზადებული. აღნიშნული ქვეყნის წარმოებული ნედლეული ხარისხის თვალსაზრისით საუკეთესოა მსოფლიოში.

საწარმო თანამედროვე იტალიური დანადგარებითა და ფრანგული სამაცივრე სისტემითაა აღჭურვილი, რაც საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.

საწარმოში დანერგილია ISO 9001 და ISO 2000 სტანდარტები და ზედმიწევნით იცავს მას – როგორც კომპანიის სანდოობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტური მართვითი სისტემების მიმართულებით.

„პანე“-ს ძირთადი მიზანია რაც შეიძლება მეტი მომხმარებელის შეძენა/შენარჩუნება, ბრენდის ცნობადობისა და სანდოობის მოპოვება, ახალი და განახლებული გემოს შეთავაზება ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის.

„პანე“-ს წარმოებული პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული გაგიმარტივებთ ცხოვრებას და შეგიქმნით უგემრიელეს განწყობას.