ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

მულჩირება (მომსახურება)

სოფ. გამარჯვება, შემოვლითი გზის მე–4 კილომეტრი
1306 გარდაბანი, ქვემო ქართლი, საქართველო
+995 599 11 12 34
info.mulchgeo@gmail.com
http://geomulch.ge
FB / ჯეო მულჩი

შპს “ჯეო მულჩი” ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის დაარსებას წინ უძღვოდა კომპანიის დამაარსებლების მხრიდან კონკრეტული პროდუქტით (მულჩით) დაინტერესება აშშ-ში, სადაც მულჩის გამოყენებას ასწლოვანი ისტორია აქვს. კომპანიის დამაარსებელმა ბნ. მიხეილ მესტვირიშვილმა, რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლა მულჩის წარმოების ტექნოლოგია და გამოყენების კულტურა კოლორადოს სახელწიფო და ჩრდილო კალიფორნიის უნივერსიტეტებში. საქართველოში დაბრუნებისთანავე კი დააარსა კომპანია “ჯეო მულჩი” და დაიწყო საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტის – მულჩის წარმოება. წარმოება უკვე 4 წელია ვითარდება და 2019 წელს გაყიდვებმა პიკს მიაღწია. კომპანიამ 2018 წელს თიბისის ბანკის მიერ გამართულ ეროვნულ ბიზნეს დაჯილდოვებაში გაიმარჯვა, 2019 წელს კი კონკურს “მელიორას” გამარჯვებული გახდა.

მულჩი ორგანული პროდუქტია. იგი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების, შესაბამისი ტექნოლოგიით მსხვილ და წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებით. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით. შეფერვა ხორციელდება აშშ სტანდარტების შესაბამისი სპეც. საღებავით. მულჩი გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე დეკორატიული მცენარეების, ეზოების, ბაღების და ზოგადად ლადშაფტის დიზაინის გაკეთილშობილებისა და მოვლისათვის. მულჩირება არის ნიადაგის მოშიშვლებული დამუშავებული ზედაპირის გადაფარვა ბუნებრივად აქტიური ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით. “ჯეო მულჩი” ასორტიმენტშია 4 სახის მულჩი: შეუფერავი მულჩი (ბუნებრივი ხის ფერი), წითელი მულჩი, ყავისფერი მულჩი, შავი მულჩი

მულჩირების უპირატესობებია:

 მულჩით დაფარული ნიადაგი და ნარგავები დაცულია გადარეცხვისგან, გამოფიტვისგან გადახურებისგან, ყინვისგან. შასაბამისად აღარ მიმდინარეობს ეროზიული პროცესები და ფესვთა სისტემა დაცულია
 მულჩირების შემდგომ ნიადაგიდან 40–60 პროცენტით მცირდება წყლის აორთქლება, რაც ამცირებს მორწყვის ინტენსივობას
 მულჩირების შემდგომ, დროთა განმავლობაში, მულჩის ქვედა ფენა გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ საკვებად მცენარისთვის. მოსულ ატმოსფერულ ნალექებთან ერთად ჩაედინება ნიადაგში და ამდიდრებს მას ორგანული საკვებით
 ჯეო მულჩის მიერ დამზადებული მულჩი არის დანაფოტებული როგორც მსხვილ, ასევე წვრილ ფრაქციად. ეს უკანასკნელი სწრაფად გადის ნეშომპალად ქცევის პროცესს და ამდიდრებს ნიადაგს
 მულჩი დამუშავების პროცესში მდიდრდება B ჯგუფის ბაქტერიებით და მინერალებით. მულჩირების შემდგომ ეტაპობრივად გამდიდრდება ნიადაგი მინერალებით
 B ჯგუფის ბაქტერიები უზრუნველყოფენ ნიადაგში არსებული მინერალების მცენარისთვის ადვილად ათვისებად მდგომარეობაში გარდაქმნის პროცესს
 ზამთარში ინარჩუნებენ ტემპერატურას ნიადაგში
 აღნიშნული ბაქტერიები ასევე წარმოადგენს მცენარის საკვებს

მულჩი და ლანდშაფტური დიზაინი:

 მულჩით იფარება ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილი და შედეგად ვიღებთ ვიზუალურად ორიგინალურ ლანდშაფტურ დიზაინს;
 იცავს გარემოს ჭუჭყისა და მტვრისაგან;
 არის მოსახერხებელი სასიარულოდ, ვიდრე მიწა ან სხვა ზედაპირი;
 მულჩის ზედა ფენა ადვილად შრება და შესაბამისად ნაკლებად ტალახდება;
 არის ქარისადმი მდგრადი;

თქვენი ბაღის ორიგინალური ეზო:

 მულჩით შესრულებული ლანდშაფტური დიზაინი გამოირჩევა განსაკუთრებული დამახასიათებელი ვიზუალით
 მულჩის ფერთა გამა საშუალებას იძლევა შეიქმნას ყოველ ჯერზე განსხვავებული იერსახის ლანდშაფტი
 მულჩი უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქტია
 მულჩი აპრობირებულია სივრცეებში, სადაც ბავშვები იმყოფებიან მოძრაობენ, თამაშობენ
 მულჩი იწოვს მტვრის ნაწილაკებს და ასუფთავებს გარემოს
 მულჩი უხდება ყველა სხვა ფაქტურას კომბინაციაში (ქვა, ხე, კაუჩუკი, მწვანე საფარი)
 აღსაზრდელების მშობლებიც და პედაგოგებიც მშვიდად არიან, რადგან ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა იმყოფებოდნენ ჯანსაღ და ლამაზ გარემოში

“ჯეო მულჩის” შეთავაზება საბავშვო ბაღებს:

 კომპანიის თანამშრომლები ადგილზე მოინახულებენ, აზომავენ და შექმნიან ლანდშაფტური დიზაინის (ბაღის ეზოს) პროექტს 3D ფორმატში
 შერჩეული პროექტი ბაღს გადაეცემა თანმხლებ ინვოისთან ერთად
 თქვენ ზუსტად გეცოდინებათ რა ფასად გაალამაზებთ ეზოს და რეკონსტრუქციის შემდგომ როგორი ვიზუალი ექნება თქვენს საბავშვო ბაღს
 ზემოთ ჩამოთვლილ მომსახურებებს ( ტექნიკური დათვალიერება და 3D პროექტი) ამ ეტაპზე, კომპანია უფასოდ გაუწევს პირველ 10 ბაღს, რომელიც დაინტერესდება კომპანიის მომსახურებით

მულჩით უკეთესია!