ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ორგანული მულჩი წითელი

სოფ. გამარჯვება, შემოვლითი გზის მე–4 კილომეტრი
1306 გარდაბანი, ქვემო ქართლი, საქართველო
+995 599 11 12 34
info.mulchgeo@gmail.com
http://geomulch.ge
FB / ჯეო მულჩი

შპს ჯეო მულჩ Geo Mulch LLC ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის დაარსებას წინ უძღვოდა კომპანიის დამაარსებლების მხრიდან კონკრეტული პროდუქტით (მულჩით) დაინტერესება აშშ-ში, სადაც მულჩის გამოყენებას ასწლოვანი ისტორია აქვს. კომპანიის დამაარსებელმა ბნ. მიხეილ მესტვირიშვილმა, რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლა ორგანული მულჩის წარმოების ტექნოლოგია და გამოყენების კულტურა კოლორადოს სახელწიფო და ჩრდილო კალიფორნიის უნივერსიტეტებში. საქართველოში დაბრუნებისთანავე კი დააარსა კომპანია “ჯეო მულჩი” და დაიწყო საქართველოსთვის ინოვაციური პროდუქტის – ორგანული მულჩის წარმოება.

წარმოება უკვე 4 წელია ვითარდება და 2019 წელს გაყიდვებმა პიკს მიაღწია (გახუთმაგდა 2018 წელთან შედარებით) მარკეტინგზე მინიმალური დანახარჯების ფონზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეკოლოგია და ჯანსაღი გარემო სულ უფრო მეტად გახდა თემა და ჯეო მულჩი კი მულჩის გამოყენების პრაქტიკის დანერგვის წინა ხაზში აღმოჩნდა კონკურენტების გარეშე. კომპანიამ 2018 წელს თიბისის ბანკის მიერ გამართულ ეროვნულ ბიზნეს დაჯილდოვებაში გაიმარჯვა ნომინაციით “ბიზნესი დადებითი გავლენისთვის”, 2019 წელს კი საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურს “მელიორას” გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “ნარჩენების მართვა”. 2020 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი, როგორც “სიახლე ტექნოლოგიაში” დაპატენტდა სახელწოდებით – ეკოლოგიურად სუფთა “ბიოორგანული მულჩის” წარმოების ექსკლუზიური ტექნოლოგია (პატენტის # GE U 2021 2064 Y).

მულჩი ორგანული პროდუქტია. იგი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების, შესაბამისი ტექნოლოგიით მსხვილ და წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებით. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით. შეფერვა ხორციელდება აშშ სტანდარტების შესაბამისი სპეც. საღებავით. მულჩი გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე დეკორატიული მცენარეების, ეზოების, ბაღების და ზოგადად ლადშაფტის დიზაინის გაკეთილშობილებისა და მოვლისათვის. მულჩირება არის ნიადაგის მოშიშვლებული დამუშავებული ზედაპირის გადაფარვა ბუნებრივად აქტიური ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით. “ჯეო მულჩი” ასორტიმენტშია 4 სახის ორგანული მულჩი: შეუფერავი მულჩი (ბუნებრივი ხის ფერი), წითელი მულჩი, ყავისფერი მულჩი, შავი მულჩი

წითელი მულჩის თავისებურება ისაა, რომ მისი მერქანი წითლად იღებება და გამოყენება ძირითდად ლანდშაფტურ არქიტექტურაში ხდება.

მულჩირების უპირატესობებია:

 მულჩით დაფარული ნიადაგი და ნარგავები დაცულია გადარეცხვისგან, გამოფიტვისგან გადახურებისგან, ყინვისგან. შასაბამისად აღარ მიმდინარეობს ეროზიული პროცესები და ფესვთა სისტემა დაცულია
 მულჩირების შემდგომ ნიადაგიდან 40–60 პროცენტით მცირდება წყლის აორთქლება, რაც ამცირებს მორწყვის ინტენსივობას
 მულჩირების შემდგომ, დროთა განმავლობაში, მულჩის ქვედა ფენა გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ საკვებად მცენარისთვის. მოსულ ატმოსფერულ ნალექებთან ერთად ჩაედინება ნიადაგში და ამდიდრებს მას ორგანული საკვებით
 ჯეო მულჩის მიერ დამზადებული მულჩი არის დანაფოტებული როგორც მსხვილ, ასევე წვრილ ფრაქციად. ეს უკანასკნელი სწრაფად გადის ნეშომპალად ქცევის პროცესს და ამდიდრებს ნიადაგს
 მულჩი დამუშავების პროცესში მდიდრდება B ჯგუფის ბაქტერიებით და მინერალებით. მულჩირების შემდგომ ეტაპობრივად გამდიდრდება ნიადაგი მინერალებით
 B ჯგუფის ბაქტერიები უზრუნველყოფენ ნიადაგში არსებული მინერალების მცენარისთვის ადვილად ათვისებად მდგომარეობაში გარდაქმნის პროცესს
 ზამთარში ინარჩუნებენ ტემპერატურას ნიადაგში
 აღნიშნული ბაქტერიები ასევე წარმოადგენს მცენარის საკვებს
 სეზონურად, მულჩი მცენარისთვის უზრუნველყოფს ზამთარში +4 C ტემპერატურას, ხოლო ზაფხულში არსებულ ტემპერატურაზე –4 C-ს, რაც სასათბურე პირობებს უქმნის ნარგავს წლის ნებისმიერ დროს
 ორგანული მულჩი 27 %–ით ამცირებს მიწიდან მომწამვლელი აზოტის ოქსიდების ამოფრქვევას. თავის მხრივ, შენარჩუნებული აზოტი ამდიდრებს ნიადაგს
 გააჩნია აბსორბაციის (შთანთქვა) უნარი, მულჩზე დაფენილი მტვრის ნაწილაკები ტენის მოსვლის შედეგად ჩადის მიწაში და ატმოსფერულ ჰაერში აღარ განიბნევა

მულჩი და ლანდშაფტური დიზაინი:

 მულჩით იფარება ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილი და შედეგად ვიღებთ ვიზუალურად ორიგინალურ ლანდშაფტურ დიზაინს;
 იცავს გარემოს ჭუჭყისა და მტვრისაგან;
 არის მოსახერხებელი სასიარულოდ, ვიდრე მიწა ან სხვა ზედაპირი;
 მულჩის ზედა ფენა ადვილად შრება და შესაბამისად ნაკლებად ტალახდება;
 არის ქარისადმი მდგრადი;

კომპანიას შესრულებული აქვს არაერთი სახელმწიფო თუ კერძო დაკვეთა და მომსახურებაც მორგებულია მომხმარებლზე ინდივიდუალურად:

 მულჩით შესრულებული ლანდშაფტური დიზაინი გამოირჩევა განსაკუთრებული დამახასიათებელი ვიზუალით
 მულჩის ფერთა გამა საშუალებას იძლევა შეიქმნას ყოველ ჯერზე განსხვავებული იერსახის ლანდშაფტი
 მულჩი უსაფრთხო და ჯანსაღი პროდუქტია
 მულჩი აპრობირებულია სივრცეებში, სადაც ბავშვები იმყოფებიან მოძრაობენ, თამაშობენ
 მულჩი იწოვს მტვრის ნაწილაკებს და ასუფთავებს გარემოს
 მულჩი უხდება ყველა სხვა ფაქტურას კომბინაციაში (ქვა, ხე, კაუჩუკი, მწვანე საფარი)

შპს ჯეო მულჩი გთავაზობთ ლანდშაფტური არქიტექტურული დიზაინის მომსახურების სრულ პაკეტს:

 ბუნებრივი ხე მასალისგან დამზადებული პროდუქტისგან შექმნილი ორიგინალური დეკორაცია და ჯანმრთელი ლანდშაფტი
 სისუფთავე, ესთეტიკა და სილამაზე
 დაგეგმარება
 პროექტირება
 მცენარეთა შერჩევა–დარგვა, კორექცია
 მწვანე გაზონის მოწყობა
 თემატური კუთხეების მოწყობა სხვადასხვა ფაქტურის და მასალის გამოყენებით
 ტერიტორიის (ეზოს, ბაღის) დასუფთავება, გასხვლა, გათიბვა და სხვა თანმდევი სამუშაოები
 მებაღის მომსახურება
 ლანდშაფტური დაგეგმარების და მომსახურების სრული პალეტი + უფასო კონსულტაცია

მულჩით უკეთესია!