ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

MOSTAT

ალ. ყაზბეგის გამზ. 24გ, ბ.227, თბილისი, 0160, საქართველო
+995 32 2 03 35 15‬
+995 595 90 99 92‬
info@aliengreen.ge
http://aliengreen.ge
FB / Mostat

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

MOSTAT ჭკვიანი მოწყობილობების ქართული ბრენდია, რომელიც რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აკონტროლოს გათბობის ქვაბი დისტანციურად, მობილურის აპლიკაციის მეშვეობით დაგეგმოს ქვაბის მუშაობა და მიიღოს გაზის გადასახადის ეკონომია 39%-მდე საცხოვრებელ ფართში, ხოლო საოფისე ფართში 50%-მდე.

პროდუქტის შემქმნელია შპს “ელიენ გრინ”, რომელიც წარმოადგენს 2016 წელს დაფუძნებულ სტარტაპს. კომპანიის მიზანია გახდეს დინამიურად განვითარებადი ინოვაციური მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო კომპანია. კომპანიის პრიორიტეტია ისეთი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნა, რომელიც ადამიანების ცხოვრების დონეს აამაღლებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციალურ­ეკონომიკურ განვითარებას.

MOSTAT-ის თერმოსტატი ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბს ამუშავებს თქვენს მიერ წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით. საჭირო დროს ჩაირთვება გათბობა, როდესაც თქვენ მეტად გჭირდებათ სითბო, ხოლო დანარჩენ დროს, თქვენ ზოგავთ ენერგიას, ღამის საათებში ან მაშინ როდესაც თქვენ სახლიდან გასული ხართ. თერმოსტატს გააჩნია უნარი, მონტაჟიდან რამოდენიმე კვირაში შეისწავლოს თქვენი მოთხოვნები და პერიოდულად შემოგთავაზოთ სხვადასხვა განრიგი დროის, ამინდისა და გარე ტემპერატურის მიხედვით.

“MOSTAT”-ის უპირატესობები

დისტანციური მართვა – თერმოსტატი შესაძლებელს ხდის მართოთ ცენტრალური გათბობის ქვაბი დისტანციურად, მობილური სმარტფონით, სმარტ საათით, აიპადით ან ვებ-ბრაუზერით

მოხმარების ანგარიში და შედეგები – აპლიკაცია გთავაზობთ გათბობის სისტემის მუშაობის დეტალურ სტატისტიკას გრაფიკების სახით, აპლიკაციიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, თქვენ შეგექმნებათ ხედვა თუ რის ხარჯზე შეძლებთ დამატებით ენერგიის დაზოგვას

მარტივი ინსტალაცია – თერმოსტატის გათბობის ქვაბში ინსტალაციის დრო 20 წუთი. თერმოსტატის და ოთახის ტემპერატურის გადამცემი სენსორის ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს Wi-Fi

MOSTAT არის მოწყობილობა, რომელიც აძლევს მომხმარებელს საშუალებას აკონტროლოს გათბობის ქვაბი დისტანციურად, მობილურის აპლიკაციის მეშვეობით, დაგეგმოს ქვაბის მუშაობა და მიიღოს გაზის გადასახადის ეკონომია 39%-მდე საცხოვრებელ ფართში, ხოლო საოფისე ფართში 50%-მდე. MOSTAT თავსებადია საქართველოში არსებული ცენტრალური გათბობის სისტემის ქვაბების 90%-თან.