ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

Merry

აღმაშენებლის 9, თბილისი, საქართველო
+995 577 33 54 58
info@merry.ge
http://merry.ge
FB / დიასახლისი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ჩურჩხელა ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ქართული პროდუქცია, რომელსაც უძველესი დროიდან ამზადებდნენ საქართველოში. ადრეული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას საქართველოში ძველი წელთ-აღრიცხვის 2-ე საუკუნის თიხის ფილებია აღმოჩენილი, სადაც ჩურჩხელას მომზადების ცერემონიაა აღბეჭდილი. ასევე აღმოჩენილია ის ჭურჭელი, სადაც ჩურჩხელებს ინახავდნენ.

შპს “დიასახლისი” ტრადიციული ქართული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას დედოფლისწყაროს რაიონში აწარმოებს და თბილისში და მთელს მსოფლიოში ყიდის. კომპანია პროდუქციის დასამზადებლად იყენებს უმაღლესი ხარისხის ჯანსაღ ადგილობრივ ნედლეულს – ბადაგს, ნიგოზსა, თხილს და ხორბლის ფქვილს.

იწარმოება სამი სახის ჩურჩხელა: 1) ჩურჩხელა ნიგვზით და რქაწითელის ბადაგით, 2) ჩურჩხელა თხილით და წარაფის ბადაგით, 3) ჩურჩხელა ნიგვზით და საფერავის ბადაგით. პროდუქცია უნიკალურ, გემრიელ დატკბილ გემოს დიდი ხნის განმავლობში ინარჩუნებს და შესანიშნავია როგორც სუფრაზე, ასევე მოგზაურობისას წასახემსებლად.

შპს “დიასახლისი” პროდუქციას ბაზარზე ბრენდული დასახელებით “Merry” ყიდის. ორიგინალური შეფუთვა უზრუნველყოფას პროდუქციის 12 თვემდე შენახვას. პროდუქცია იყიდება ღვინის მაღაზიებში და ასევე შეკვეთით.

2018 წელს შპს “დიასახლისი” მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ორგანიზებით მონაწილეობდა სამხრეთ კორეაში გამართულ საერთაშორისო ექსპოზე – International Fermented Food Fair (IFFE 2018), სადაც ჩურჩხელამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქართული პროდუქციის ფესტივალებში და მუდმივად აწარმოებს ცნობადობის ზრდის კამპანიებს.