ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > კექსი დღე და ღამე 270 გრ

კექსი დღე და ღამე 270 გრ

1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნებული “ნიკორა” დღეს უკვე ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, ღვინის და სალათების საწარმოებს აერთიანებს, სწორედ “ნიკორა” გახლავთ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა. დღეს „ნიკორა“ დაახლოებით 275 საკუთარ სავაჭრო ობიექტს ფლობს, 6000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებს.

„მზარეული 1“-ის საცხობი „ნიკორა“-ს ჰოლდინგში 2008 წელს გაერთიანდა. საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს, კომპანია ერთ-ერთ წარმატებულ ბრენდად ითვლება. 2019 წლის მაისში მოხდა რებრენდინგი, შეიცვალა: ბრენდის დასახელება, ლოგო, შეფუთვების დიზაინი და ამ ეტაპზე ბაზარზე წარმოდგენილი როგორც „პანე“. ბრენდის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს შინაურული (სახლური) გემო, სტაბილური, უცვლელი ხარისხი, გამორჩეული შეფუთვა, ფართო ასორტიმენტი და ხელმისაწვდომი ფასი.

პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რომელიც ავსტრიის, ბელგიის, ჰოლანდიის, თურქეთისა და რუსეთის ავტორიტეტულ ქარხნებშია დამზადებული. აღნიშნული ქვეყნის წარმოებული ნედლეული ხარისხის თვალსაზრისით საუკეთესოა მსოფლიოში.

კექსი დღე და ღამე 270 გრ სს “ნიკორა” ჰოლდინგში შემავალი ბრენდი “პანე“-ს უგემრიელესი პროდუქტია. მისი შეძენა საქართველოს მასშტაბით ასობით სავაჭრო ობიექტშია შესაძლებელი. პროდუქტი თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ISO სერტიფიცირებულ საწარმოში უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან მზადდება.

„პანე“-ს ძირთადი მიზანია რაც შეიძლება მეტი მომხმარებელის შეძენა/შენარჩუნება, ბრენდის ცნობადობისა და სანდოობის მოპოვება, ახალი და განახლებული გემოს შეთავაზება ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის. „პანე“-ს წარმოებული პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული გაგიმარტივებთ ცხოვრებას და შეგიქმნით უგემრიელეს განწყობას.