ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > Georgian Production+, შპს

Georgian Production+, შპს

+995 558 57 33 57, +995 557 91 11 99
info@vipko.ge
http://vipko.ge
FB / VIPKO

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “Georgian Production+” საკონდიტრო / ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2013 წელს ერთადერთი მიზნით დაფუძნდა – ეწარმოებინა ჯანსაღი ნატურალური საკონდიტრო პროდუქცია.

სწორედ ამიტომ საწარმო თავიდანვე მოეწყო ევროპული სტანდარტების შესაბამისად და მალევე მოიპოვა ISO 22000:2005 სერთიფიკატი, რომელიც ემყარება HACCP-ის პრინციპებს და მოიცავს წარმოების მთელი ჯაჭვის – ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება – ყველა ეტაპზე კვებითი უსაფრთხოების რისკების კონტროლით სისტემას. საწარმოში დამონტაჟდა თანამედროვე ევროპული დანადგარები.

კომპანიის პრიორიტეტია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ნატურალური და ჯანსაღი პროდუქციის წარმოება, მუდმივად მიმდინარეობს პროდუქციის ხარისხის კონტროლი და ლაბორატორიული შემოწმება.

დღეს ქართული ბრენდი “ვიპკო” გთავაზობთ ბისკვიტის ნამცხვრებს ცხოველების 3D ფორმებით და შოკოლადის შიგთავსით. პროდუქტი ჯანსაღია, არ შეიცავს მავნე დანამატებს, პალმის ზეთს და სოიოს ლეციტინს. ვიპკო ორიენტირებულია ჯანსაღი, არაგენმოდიფიცირებული და 100% ნატურალური ინგრედიენტებისგან შექმნას ჯადოსნური სამყარო თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის.

კომპანიის სტრატეგიაა ეტაპობრივად შესთავაზოს მყიდველს კიდევ მრავალი სახის ნატურალური საკონდიტრო პროდუქცია.