ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > Georgian Honey For Health

Georgian Honey For Health

გამრეკელის 19, 0160, თბილისი, საქართველო
+995 599 19 96 97
r.andguladze@gw4h.ge
http://gw4h.ge

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

Georgian Honey For Health 2018 წელს დაფუძნებული ბრენდია, რომლის ძირითადი საქმიანობა ეკოლოგიურად სუფთა თაფლის წარმოება და ექსპორტია. კომპანია თაფლს მოიპოვებს დასავლეთ საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში.

ბრენდის ასორტიმენტშია აკაციის თაფლი, აკაციისა და ყვავილების თაფლი, ცაცხვის თაფლი, წაბლის თაფლი, ალპური თაფლი, მაისის თაფლი და სხვა. სკები განლაგებულია მაღალმთიან, უნიკალური ტყეებით გარშემორტყმულ ადგილებში, რომლებიც შორს არიან ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისაგან იქნება ეს ჰაერის დაბინძურება, ცივილიზაცია თუ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობა.

ჩვენი თაფლის შემქმნელია ქართული აბორიგენული ჯიშის ფუტკარი, რომელიც თავისი გრძელი ხორთუმით გამოირჩევა. ჩვენ არ ვიყენებთ წამლებს და ანტიბიოტიკებს, ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ რომ პროდუქტი არის 100% ორგანული და სუფთა. ეს კი ერთის მხრივ დიდ უპირატესობას გვაძლევს სხვა მწარმოებლებთან შედარებით, მეორეს მხრივ კი ჩვენი ექსპორტის შანსებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზრდის.