ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

ნედლი ქათმის კუჭი

გუდიაშვილის 9; თბილისი, საქართველო
+995 32 2 000 221
info@chirina.ge
ვებსაიტი
ბიუბიუ / Biubiu

შპს “ჩირინა” ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. კომპანია 2010 წელს დაარსდა და პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან (2013 წლიდან) ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. ამჟამად, “ჩირინას” ძირითადი პროდუქცია არის “ბიუ ბიუ”-ს ქათმის ხორცპროდუქტები. თუმცა, ქათმის პროდუქციის გარდა კომპანია ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს, ხილს (ვაშლს) და კომპოსტს. ჩირინა სთავაზობს დაინტერესებულ პირებს მარცვლეულის შრობის და შენახვის სერვის, ლაბორატორიული კვლევების სერვისს და ხილის სამაცივრე შენახვის მომსახურებას.

ნედლი ქათმის კუჭი “ბიუ ბიუს” ასორტიმენტის გამორჩეული წარმომადგენელია. პროდუქცია წარმოდგენილია როგორც საქართველოს სავაჭრო ქსელებში, ასევე თავად “ბიუ-ბიუ”-ს საფირმო მაღაზიებში. შპს “ჩირინას” პროდუქცია სრულად წარმოებულია საქართველოში. წარმოების თითოეული რგოლი სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტის მიხედვით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ შპს „ჩირინა“ გარდა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოებისა, ფლობს ასევე მიწებს, სადაც უმაღლესი ხარისხის სიმინდი და ხორბალი მოჰყავს. შესაბამისად, კომპანია ნაწილობრივ თავად უზრუნველყოფს საკუთარი წარმოების ნედლეულით მომარაგებას. გარდა საკუთარ მიწაზე წარმოებული ნედლეულისა, შპს „ჩირინა“ ასევე იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.

ქართულ სიმინდზე გაზრდილი!